საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„34 პაციენტი რჩება ინფექციურ საავადმყოფოში. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. ჯამში 13 პაციენტი“, – განაცხადა გოგინავამ.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზეც აისახა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის  81 დადასტურებული შემთხვევაა ამ დროისთვის გამოვლენილი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.