საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი, სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.