საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 686 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1 759 ხალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

„რაც შეეხება აჭარას, იქ — 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში – 35, კახეთში – , გურიაში – 17, მცხეთა მთიანეთი – 12 , სამცხე-ჯავახეთი – 30, კახეთში – 24 რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევაა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    მალე გამოჯანრმთელებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს

  2. ანონიმური

    ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენდაციები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.