საქართველოში კორონავირუსის ახალი 1 192 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი ფაქტი დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა.

საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID 19 თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.