საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 6%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდა – კვლევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირებულების 6%- ს სიმპტომები არ უფიქსირდებოდა.


COVID-19- ის შემთხვევების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში, ყველაზე დაბალი კი, შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ია. ეს კვლევა 30 იანვრიდან 11 მაისამდე პერიოდს ეხება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.