საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. 

მთიან რეგიონებში მოთოვს, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +15 +18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში თოვლჭყაპი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 11 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. ნალექია მოსალოდნელი 12 იანვარსაც. ჰაერი +10 +11 გარდუსამდე გათბება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.