“საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით” – რამ გამოიწვია ხანძარი ზუგდიდი-თბილისის მატარებელში

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.

„მომხდარი შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა. “საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.