საქართელოს 3 მოქალაქეს, რომელიც ქალაქ უჰანში იმყოფება კორონავირუსი არ აქვს – ელჩი

ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ ვუჰანში იმყოფებიან თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ ელჩმა, არჩილ კალანდიამ ტვ პირველითან ისაუბრა.

“ქალაქ უჰანში, სადაც არის მთავარი წყარო ამ ინფექციის გავრცელების იმყოფება საქართველოს სამი მოქლაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ისინი არიან უსაფრთხოდ. აქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები და თავს ნორმალურად გრძნობენ”, — თქვა ირაკლი კალანდიამ.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინფექციების რაოდენობა ლოკალიზებული იყოს. მოქალაქეები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადიან გარეთ, პირბადეებით.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.