“საფულეში ჰქონდა წერილები, არ ვიცით როდინდელია, ერთში ეწერა – „გამოიყენე, ჩემი ანაბარი“ – ვის წერს, არ ვიცით”

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში წერილები ჰქონდა შენახული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინ არის წერილების ადრესატი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

„საფულეში ჰქონდა წერილები. არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. „გამოიყენე, ჩემი ანაბარი,“ – ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება, რას ეუბნება არ არის დადგენილი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული, ერთ უკრაინელი, ხოლო მეორე მარიამ ჯიშკარიანი.

როგორც მან აღნიშნა, ისინი უკვე ადგილზე არიან მისულები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. მიკლუხო მაკლაი

    ამაზონის ჯუნგლებში ექსპედიცია მოძრაობდა, ისინი შეიპყრო სრულიად უცნობმა კაციჭამიების ტომმა და შეჭმა დაუპირეს. ექსპედიციის ადგილობრივმა გამყოლმა დაარწმუნა ისინი რომ, ექსპედიცია მათი კეთილდღეობისთვის შრომობდა ჯუნგლებში და როგორც იქნა გადააფიქრებინეს მათი შეჭმა…ექსპედიციის წევრებმა ველურებს აჩვენეს ფილმი თანამედროვე ომის თემაზე სადაც იბომბება ქალაქები, იღუპება უამრავი ჯარისკაცი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა; ბავშვები, ქალები, მოხუცები. ველურები გაოგნებული უყურებენ ფილმს და მოულოდნელად კაციჭამიების ბელადი ეკითხება გიდს: რატომ კლავენ ამდენ ხალხს, ამდენ მოკლულს ხომ ვერ შეჭამენო, რაზედაც ექსპედიციის უფროსმა უპასუხა:ჩვენ მათ (მკვდრებს)არ ვჭამთო გინდა უთარგმნა მათ პასუხი… ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბელადი გიდს ეუბნება:მაშინ აგვიხსნან მაგ ველურებმა ამდენ ადამიანს რატომ ან რისთვის კლავენო… პ. ს. ასეთი კაციჭამია ველურები გვჯობიან უკვე, მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიიდან გამომდინარე რეალურობით და რა თქმა უნდა ბელადითაც.

  2. მიკლუხო მაკლაი

    ამაზონის ჯუნგლებში ექსპედიცია მოძრაობდა, ისინი შეიპყრო სრულიად უცნობმა კაციჭამიების ტომმა და შეჭმა დაუპირეს. ექსპედიციის ადგილობრივმა გამყოლმა დაარწმუნა ისინი რომ, ექსპედიცია მათი კეთილდღეობისთვის შრომობდა ჯუნგლებში და როგორც იქნა გადააფიქრებინეს მათი შეჭმა…ექსპედიციის წევრებმა ველურებს აჩვენეს ფილმი თანამედროვე ომის თემაზე სადაც იბომბება ქალაქები, იღუპება უამრავი ჯარისკაცი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა; ბავშვები, ქალები, მოხუცები. ველურები გაოგნებული უყურებენ ფილმს და მოულოდნელად კაციჭამიების ბელადი ეკითხება გიდს: რატომ კლავენ ამდენ ხალხს, ამდენ მოკლულს ხომ ვერ შეჭამენო, რაზედაც ექსპედიციის უფროსმა უპასუხა:ჩვენ მათ (მკვდრებს)არ ვჭამთო გიდმა უთარგმნა მათ პასუხი… ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ბელადი გიდს ეუბნება:მაშინ აგვიხსნან მაგ ველურებმა ამდენ ადამიანს რატომ ან რისთვის კლავენო… პ. ს. ასეთი კაციჭამია ველურები გვჯობიან უკვე, მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიიდან გამომდინარე რეალურობით და რა თქმა უნდა ბელადითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.