საფრანგეთში ავარიაში 28 წლის ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. ბურდიაშვილი სპორტულ კლუბ „გროლეტუაში” თამაშობდა.

ავტოავარია დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

მორაგბე მაშინვე გარდაიცვალა, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ბურდიაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.