სასწრაფოდ – “10 ადამიანი გადაიყვანეს შსს-დან კორონავირუსის გამო – შსს-ს მაღალჩინოსანი იტალიიდან ჩამოვიდა და სამსახურში გავიდა”

დღეს შსს-ს 10 თანამშრომელი გადაიყვანეს კორონავირუსზე ეჭვის გამო – ჯერ არ არის მათი ანალიზის პასუხები მოსული, მაგრამ, როგორც თქვეს, ათივე შეუძლოდ გრძნობდა თავს. გავრცელდა დღეს შსს-ში ინფორმაცია, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქალბატონი, ჩამობრძანდა მილანიდან და ჩამოვიდა თუ არა, ეგრევე გავიდა სამსახურში – პარასკევს და შაბათსაც სამსახურში იყო – გვიყვება სანდო წყარო.

ძალიან ვართ შეშინებულნი უკვე, მაღალჩინოსნებზე თუ არ ვრცელდება კარანტინი – ვინ ვართ დაუცველნი? ვირუსი მუტირებს, აგერ სამ დღეში გახდა ათი თანამშრომელი უკვე შეუძლოდ. ათივეს ქაღალდებთან აქვს ურთიერთობა და განყოფილებიდან განყოფილებაში გადადიან, მინიმუმ საკომუნიკაციოდ.

ამ ათს თავის მხრივ რამდენთან ექნებოდა კონტაქტი ამ სამ დღეში? და ამ ათი ადამიანის კონტაქტებს თავის მხრივ – რამდენ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი? – ჯაჭვური რეაქციაა, ასე უპასუხისმგებლოდ მუშაობა თუ გააგრძელეს ადამიანებმა – მოიმატეს და თან სწრაფად. იმის ნაცვლად, რომ სამსახურების მეტი წილი ელექტრონულად მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს – იტალიიდან ჩამოსული ადამიანები გადიან პირდაპირ სამუშაო ადგილებზე.

ხვალ იგეგმება საპატრულო პოლიციის დეპატამენტში დეზინფექცია, როგორც გვითხრეს.

მეგონა დღესვე გააკეთებდნენ განცხადებას და ადამიანებს გააფრთხილებდნენ, მხოლოდ ის თქვეს, დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ველოდებითო.

სავალდებულო კარანტინი ყველას, ვინც რიკს ჯგუფის ქვეყნიდან ჩამოვა, თუნდაც ტრანზიტით – ხომ ვხედავთ რომ არ არის სხვა გზა? მართალია, უკვე დაფიქსირდა შიდა გადადების შემთხვევებიც, მაგრამ არ ხმაურდება – მაგრამ – მეტი შესაძლებლობა გვექნება ვირუსის გვარცელების შეჩერების – თუ იძულებით კარანტინს დავაწესებთ!- გვიყვება წყარო.

“ალია” დაუკავშირდა შსს-ს, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შსს-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება და ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თუმცა, სხვა დამატებით დეტალებზე არ უსაბრიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს შსს-ს თანმშრომლებზე, თუმცა, აქვე ისიც გვითხრეს, რომ არ აქვთ ამ შემთხვევაზე ინფორმაცია.

  •  
  •  

13 Comments

  1. ანონიმური

    არა უნდა დამალით სახელი და გვარი ნათესავიც მოერიდოს და თანამშრომელიც

    1. ნანა

      გეთანხმებით არ უნდა დამალონ სახელი და გვარი ისინი თუ არ გვიფრთხილდებიან ჩვენ მაინც მოგერიდებათ და ამით მაინც დავიცავთ ჩვენს ოჯახებს

    2. ანონიმური

      რათქმა უნდა არ უნდა დაიმალოს სახელუ და გვარი და უნდა გასაჯაროვდეს.ასე უფრო დაცულები ვიქნებით.ეს უსინდისო მინისტრები და მათი ოჯახუს წევრები ვუთომ თვითიზილაცუსში არიან და თავისუფლად გადაადგილდებიან ხალხში და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას.

  2. ნანა

    გეთანხმებით არ უნდა დამალონ სახელი და გვარი ისინი თუ არ გვიფრთხილდებიან ჩვენ მაინც მოგერიდებათ და ამით მაინც დავიცავთ ჩვენს ოჯახებს

  3. ნანა

    გეთანხმებით არ უნდა დამალონ სახელი და გვარი ისინი თუ არ გვიფრთხილდებიან ჩვენ მაინც მოვერიდებით და ამით მაინც დავიცავთ ჩვენს ოჯახებს თავისი ნებით უნდა მოდიოდნენ ექიმთან სანამ ოჯახში შევლენ არანაირი კულტურა არ გააჩნია ამ ხალხს მეტი ყურადღება გამოიჩინეს გთხოვთ თქვენს გარშემო მყოფ საზოგადოებასთან თა თქვენს ოჯახთან

  4. მაკ

    ამაᲗ მემგონი გონიაᲗ რახან მაᲦალᲩინოსნები არიან კორონა ვირუსი არ ᲨეეხებაᲗ? ასეᲗი დებილი როგორ ხარ ადამიანო, Შენ Თუ არ უფრᲗხილდები საკუᲗარ Თავს ახლობლებს და სხვა ადამიანებს გაუფრᲗხილდი. რომ Ჩამოვიდა ხომ ᲨეეᲫლო გაევლო ის 14 დᲦიანი კარანტინი არა ეგრევე გავარდა სამსახურᲨი… ᲫალიᲗ ავრცელებენ და მერე მიდი და იცავი ჰიგიენა, Შეგხვდება ერტი ესეᲗი სულელი და დამᲗავრებულია. ქარᲗველებს როგორ ეკადრებაᲗ კარანტინი უტყდებაᲗ….

  5. ირმა

    სასწრაფოდ ბრძანებაა გამოსაშვევი ვინც დაარღვევს ორ კვიროან კარანტინს ან ციხე ან ძალიან დიდი ჯარიმა დაეკისროთ .თორემ ეპიდემია იქნება ჩვენთან

  6. სირცხვილია.

    ვატყობ ბევრი ერთობა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით .

  7. ანონიმური

    მოკლედ რა ტყუილი მოფიიქროთ აღარ იცით უკვე ხომ ?

  8. ანონიმური

    ისრაელმა 14.დღე ყველა შემოსული კარანტინში გადაიყვანა.ასევე აგრძელებს..ხომ შეიძლება საქართველომაც იგივე გააკეთოს? არ აქვს მნიშვნელობა ,რომელი ქვეყნიდან შემოდის.შემოვიდა საქართველოში? 21 დღე გაუშვი კარანტინში.ეს რა უბედურებაა.ეს რა უკანონობა და უპასუხისმგებლობაა…

  9. ანონიმური

    ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მაინც მოიფიქრეთ აჯობებს ! და საერთოდაც ნუ აპანიკებთ ხალხს უარესად არაფერია საპანიკოო და საგანგაშო

  10. ანონიმური

    სახელი და გვარი რომ შველოდეს რაღა გვჭირს

  11. ვანო

    ტყულილების ბუდეა ალია ტუ რაღაცა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.