სასწრაფოდ – ქუთაისიდან ექიმის ინტერვიუ – ჯანდაცვის სამინისტრო გვატყუებს?

დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა შეიყვანეს ვირუსის ნიშნებით.

“ალიას” დაუკავშირდა ექიმის ქუთაისიდან:

ცოტა ხნის წინ წავიკითხეთ თქვენს გვერდზე, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში მალე აფეთქდება კორონავირუსი, რადგან არ იცავენ წესებსო. სამწუხაროდ უნდა დავეთანხმო.

ახლა გვიწევს პაციენტი, რომელსაც არ ვიცით აქვს თუ არა კორონავირუსი. იმისათვის რომ ანალიზი ავიღოთ, უნდა მოგვცეს ჯანდაცვის ცენტრმა ნებართვა და მერე გადაიგზავნება ანალიზისთვის ნიმუში ლუგარს ლაბორატორიაში.

სანამ ჯანმრთელობის სამინისტრო ამ ნებართვას მოგვცემს, ჯერ გარეგანი დათვალიერებით, რენტგენის სურათის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ – საჭიროა მართლა ანალიზი, თუ არა.

ეს არის ვირუსი, რომელიც მუტირებს, ვირუსი, რომელიც არ არის ბოლომდე გამოკვლეული – როგორ შეიძლება ვიყოთ ექიმის დათვალიერების და თუნდაც რენტგენის იმედად?

ევროპის ბევრ ქვეყანაში, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე – პაციენტს პირველ რიგში უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და იღებენ ვირუსზე ანალიზს! – რატომ? – იმიტომ, რომ რენტგენით ვერ დაადგენ სრულ სურათს და სანამ ანალიზის პასუხი მოვა – მანამდე, სავარაუდო პასუხი გეცოდინება, რომ შემხებლობაში მყოფი პირები დაადგინო და ნამდვილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანო და არა სასტუმროში, რომელსაც საერთო ვენტილაციის სისტემა აქვს!

განა რა ჯდება ისეთი ანალიზი, რომ ჯანდაცვის ნებართვა გვჭირდება მის ასაღებად? ავუღოთ ანალიზი ყველას, ვისზეც არსებობს ეჭვი, რაკი ინფექციურის ბოქსირებულ პალატაში გვყავს, რაკი ნიშნები არსებობს ვირუსის, ესე იგი არის ეჭვი, ხომ?

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, ექიმებიც ძალიან დაძაბულნი ვართ. პაციენტები გადმოჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანებით და დავუშვათ, პაციენტი, რომელიც არის მოწამლული, გადმოჰყავთ იგივე მანქანით, რომლითაც, ცოტა ხნით ადრე, მოიყვანეს კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტი. არ ხდება სასწრაფო სამედიცინო მანქანის დეზინფექცია. არ ხდება ცალკე მანქანების გამოყოფა. არ მოქმედებს ცხელი ხაზი – სადაც მხოლოდ კორონავირუსის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დარეკავენ.

ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოჰყვეს ცხელი ხაზი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩვეულებრივ, მორიგე ბრიგადას აუკრძალეს კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტის გადაყვანა – სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური ტრანსპორტია გამოყოფილი.

კი, ბატონო, იმიტომ იჩენს ასეთ სიფრთხილეს ევროპა, რომ იტალიაში უკვე უამრავი ადამიანია დაინფიცირებული – მაგრამ, ევროპას საშუალება და ფუფუნება აქვს, ერთ საათში გამოყოს ბოქსირებული პალატები, აღჭურვილობა, ერთ საათში უზრუნველჰყოს ცხელი ხაზი და ჩვენ – არა!

წარმოდგენაც მიჭირს, რა გვეშველება, კორონავირუსის აფეთქება რომ დაიწყოს საქართველოში!

რამდენიმე საათი უნდა ველოდებით ჯანდაცვის ცენტრიდან დადასტურებას, რომ პაციენტს გავუკეთოთ ანალიზი კორონავირუსზე – განა ეს ნორმალურია?

რა თქმა უნდა სახელს და გვარს ვერ გეტყვით, გვეკრძალება ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება და ამ წესს ყოველთვის ვიცავდით აქამდე, მაგრამ ჩვენ ექიმები ვართ, ჩვენ გვევალება ადამიანების გადარჩენა და არა მოტყუება. ეს რომ მხოლოდ ჩვენი, ექიმების პრობლემა იყოს – ხმას არ გავიღებდით, მაგრამ ახლა იძულებულნი ვართ ხალხი გავაფრთხილოთ:

ის საკარანტინო სივრცე, რომელიც მოაწყვეს – არც აღჭურვილია ისე, როგორც საკარანტინო სივრცე უნდა იყოს აღჭურვილი და არც სამყოფია.

თუ ბოქსირებული პალატა არ სჭირდება კატრანტინს – მაშინ, დავაწვინოთ ჩვეულებრივ პალატებში, ეგრე ყველა პალატის კარის მიხურვაა შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა გამოიყოს ცხელი ხაზი და სპეციალური მანქანები პაციენტთა გადასაყვანად, სპეციალურად მომზადებული სამედიცინო ბრიგადებით.

და არც ერთი წამი არ უნდა დავკარგოთ, მოგვცენ ექიმებს საშუალება, ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ! ჩაუტარონ ანალიზი სასწრაფოდ, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ვირუსის ნიშნები აქვს.

ტყუილია, თითქოს, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით ვმოქმედებთ, თუ ასეა, თუ ვტყუი, გაავრცელონ რეკომენდაცია ევროპის წამყვანი ქვეყნების – რაო, რას ამბობენ, საზოგადოებას ხელების დაბანა ურჩიეთ და მშვიდად დაიძინეთო?

ალია

  •  
  •  

40 Comments

  1. 123

    არ იზამენ მაგას მანამ ფაქტი არ იქნება სახეზე, ისეთი რომ დიდი დანაკარგები გვექნება როგორც ადამიანების ისე ფინანსების მხრივ. ვითომ პანიკას ირიდებენ

  2. ანონიმური

    ყოჩაღ ექიმს! გაუმარჯოს სიმართლეს!
    ბობოლა ჩინოვნიკებს რა ენაღვლებათ და ისევ საწყალი
    ხალხი გაწყდება , როგორც აქამდე იყო…
    დაჟე მიშას დროსაც გვპირდებოდნენ ქათმის გრიპით ამოწყვეტას..!
    ყველა ხელისუფლება ერტი ნაგავია

    1. ანონიმური

      კორონა ვირუსი გაარჩევს მდიდარს და ღარიბს.??? ან გლეხს და ჩინოვნიკს??? ანდა ნაცს და ქოხს??????…… მეეჭვება

    2. ანონიმური

      ქოცების და ნაცების მეტი აღარაფერი არ არსებობს ხო ამ დედამიწის ზურგზე? ქათმის გრიპით 861 ადამიანი დაავადდა და აქედან 455 გარდაიცვალა. ამ გრიპით 90 000 ადამიანია დაავადებული და გარდაცვლილია დოხუია. ტოჟე მნე შედარება 😀

  3. ანონიმური

    ალიას და წესიერი ექიმების იმედად თუ იქნება , თვარა ამათგან მარტო ის ისმის პანიკა არ გვინდაო და ქე მოდის
    ყორონა მიქელას წარღვნა

  4. ანონიმური

    ვინაა ექიმი? ვინ დაიჯერებს ამ ბიდვას?

    1. ანონიმური

      Dasaxelos eqimma gvari da saxeli.

      1. ანონიმური

        ეშინია ექიმს, გააგდებენ სამსახურიდან 😀

    2. ანონიმური

      მევარ ექიმი. ჩემი გჯერა?

  5. ანონიმური

    ყველას ემუქრება საშიშროება განსაკუთრებითექიმებს

  6. ირა

    საქართველიმ უკვე მიიღო გერმანიიდან და აღარ დაჭირდება ანალიზუს სხვა ქვეყანაში გაგზავნა..ყველა სამედიცინო დანადგარია და 3 საავადმყოფოა უკვეცაღჭურვილი

    1. ანონიმური

      ira shen ici da am eqima ara xoo?

      1. ანონიმური

        ირამ იცის ყველაფერი როგორ გააპრავოს ვაი და ვუი ამათ ხელში უბედურ ხალხს

        1. Gvishvelt

          Gamodit garet torem patroni ar gveyoleba male

    2. ანონიმური

      რაგაც არ მჯერა თქვენი..,ეს არავის არ უთქვამს არც თბილისში და არც ქუთაისში

      1. Nunuka

        Sanam piradad ar shegekrebat es virusi ar daidjerot! Mere idzaxet ekimebia damnashaveo! Ra xalxi xart?!

      2. ანონიმური

        ვინმემ რომ გადამდოთ დაგბრიდავთ პროსტა 😀 😀 😀

    3. ანონიმური

      ვის სჯერა თქვენი ზღაპრების.ელემენტარულად არ კეტავე ნსაზღვრებს და საცოდავ ბიჭებს და გოგონებს შეხედეთ ტელევიზორში მაინც რა პირბადეებით ვითომ და ამოწმებინებენ ჩამოფრენილებს.ეგ არის საქართველოს აღჭურვილობა.ვარ იტალიაში.მთლიანად ჩაკეტეს საზღვრები.მითუმეტეს მაინცმოედო და უმაღლესი დონის აღჭურვილობით ამოწმებენიცავენ ექიმებს და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს.

      1. ანონიმური

        Yg

    4. ანონიმური

      აბასთუმანში რომ გამოკეტეს ოთახებში ხალხი,იქაც არ აკლიათ, ალბათ, ,,შესაფერისი”აღჭურვილობა

  7. ლელა

    გაიღვიძეთ ჯანდაცვის სამინისტრო და უქნარა მტავრობა მიხედეთ ხალხს და დაუდექით გვერდით ნამდვილ ექიმებს

    1. Marina maglaferidze!

      Imokmeded!!! mtavroba!!!gtxovd!!!
      Jojoxetis karzezxlshi tyargindad zaigdod!
      Sakytari tavi da ojaxebi!!!
      Geshinoded xvtis risxvis!!!
      Ikavid maksimalyrebi am znelbedobis jams mainz!!!
      Tkventanaz mova moakakynebs gansazdeli!!!😑😮😁

    2. ლონდა

      ჰხედავთ როგორ აყაყანდნენ ნაცები?! სხვათაშორის ნაცებს დიდი ბუდე ჰქონიათ ქუთაისში… ამას მიხედვა უნდა! ალიაც მაგარი მატყუარა გაზეთია. იმ ქალბატონს არაფერი არ ეტყობოდა მატყუარობის. თანაც ეგეთი რომ იყოს შალვა არ მიიყვანდა თავის სტუდიაში. მოკლად ნაცებს უნდათ სიმშვიდე დაგვირღვიონ. არის ასეთი ლოცვა 131 ფსალმუნის დასაწყისში: “მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”!. პატრიარქმა გვასწავლა. საკუთარ მამაზე გამოვცადე. ძალიან ძლიერი ლოცვაა. მესამეჯერ აღარ მჭირდებოდა თქმა. უცებ მშვიდდებოდა ავადმყოფი… აბა, სიმშვიდე მოგვცეს უფალმა და მშვიდად გაგვიყვანოს მარხვის ბოლომდე. ღმერთს ვებარებოდეთ!

  8. ანონიმური

    ექიმები გაწირული ყავს მთავრობას – პირველი გადამტანები ეგენი და მათი საახლობლო იქნებიან!

  9. ანონიმური

    პანიკა რა შუაშია?? რატომ უნდა დამალონ? ვირუსი მთავრობის
    წარმომადგენელს თუ ჩვეულუბრივ მაცხოვრებელს არ გამოარჩევს. უფლის
    მაინც გეშინოდეეთ !!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი💟ამინ💟

  10. ანონიმური

    ევროპას არ შეუშინდა ეგ ვირუსი და იმათ შეეპარათ და ამ განუკითხავ საქართველოში რომ შემოვა ეჭვი გეპარებათ??? კარგია ოპტიმიზმი ,მაგრამ საშიშია რეალობა!!!!

  11. ანონიმური

    ესენი დაგვხოცავენ უეჭველი! ჩვენი მთავრობა მზადაა ყველაფერს გაუმკვლავდესო,აბა!ვაი თქვენ პატრონს! მზად არა კვახი!დროშა ვერ დაკიდეს ამ შობელძაღლებმა!

    1. ანონიმური

      ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა უწმინდესმა ღმერთი დაგვიცავსო,მთავარია ლოცვები გააძლიერეთო!თვითონ ჩვენი პატრიარქი წნევის გასაზომად გერმანიაში მიფრინავს,რა თვითონ არ აქვს ღმერთის იმედი?

      1. ანონიმური

        ამისთანა ანონიმებზე ბევრი რამეები წერია სახარებაში. მათ უფალი ყოველთვის ამხელს და ეუბნება:
        – რატომ შემიორგულდითო.
        გეტყობათ კიდეც პატრიარქის ასე მოხსენიებაში. ეგ მზაკვრუოი შეკითხვაა, დაახლოებით ასეთი:
        – თუ ყოვლისშემძლე ხარ უფალო. მაშინ შეჰქმენი ლოდი, რომელსაც ვერ აწევო. და ელოდა. თუ ღმერთი ასეთ ლოდს შეჰქმნიდა, მერე გამზადებული ჰქონდა ამ მოქირქილე ადამიანივით სიტყვები:
        – აბა შენ რა ყოვლისშემძლე ხარ?! ლოდიც კი ვერ აგიწევიაო.
        ეს მოქირქილე გია ნოდიასა და პაატა ცაავას მოტრფიალე იქნება უდაოდ, რადგან ისინი ქირქილობენ წმინდანებზე. ღმერთმა გაუნათოს გონება მათ. ჩვენი პატრიარქისნაირი უწმინდესი არავის ჰყავს. მას მთელ მსოფლიოში აღიარებენ და ყველა მორწმუნე საკუთარ თავზე ვგრძნობთ მის ძალას. უბადრუკო! მალე შენდობის კვირაა და მოინანიე, თორემ კორონავირუსი კი არა, ყველაფერი უკან დაგრჩება! ღმერთმა გიშველოს!

  12. damangreveli

    gmertma ar qnas es virusi gavrceldes saqartveloshi, tore am uniato xelisuflebis xelshi amovwydebit! shegaxsenebt rogor chaixrcho xalxi am uniato mtavrobam patara nakadulis (vere) adidebis dros!

    1. ანონიმური

      ის “პატარა ნაკადული” 7 მეტრიან ნიაღვრებს რომ მოაგორებდა პატარა იყო არა?! შენნაირების გამო იყო ეს და არა იმათ გამო ვინც გააცილა იმ ღამით ამ ქვეყანას. ისინი ღმერთმა თავისთან წაიყვანა. შენ კი… თუმცა შენნაირებზეა ნათქვამი:
      – ნუ გადაუყრითო სიწმინდეს ძაღლებს! შეგიბილწათენო სიწმინდეს…

  13. ia kopaliani

    damarxet es parlametarebi da ivanishvili — jamrtelobis saministro rom gaigvizebs qartveli eri ganaxevrebuli viqnebit . upalo daipare chemi samshoblo .

  14. ანონიმური

    რატომ არ ფიქრობენ დაუცველ ექიმებზე. პირველ რიგში სასწრაფოს ექიმებია რისკის ქვეშ.რადგანაც არანაირი აღეუვილობა არ გააჩნიათ. სამინისტროს ხალხი გავიდეს გამოძახებებზე

  15. ანონიმური

    გაიფიცეთ ექიმებო !საფრთხის ქვეშ თქვენ ხართ ყველაზე მეტად . ჰონკონგშიც გაიფიცნენ და მიაღწიეს თავისას.

  16. ანონიმური

    Ratom ar wert vinaa eqimi sustad amas gvirceven italiashic xshirad daibanet xelebi sapnit da desinpeqcia jelit alkolit xelebse da cxvirtan saxshi misvlistanave garecxetvtansacmeli an datovet garet rvasaatis ganmavlobashi mere kvdeba virusi. Da moeridet xalxmraval adgilebs italias romelsaz yvelase magali sanitariuli momsaxureba aqvs msoplioshi. Ar dagaviwydet upaso momsaxureba isinic ki uzluri agmocdnen am virusis winaagmdeg da cinels ar shemoutania virusi italielma shemoitana. Is qartveli italiashi ro gacerebuliyo uketes mkurnalobas da yuradgebas gaivlids da gamojamrteldeboda. Sad mirboda saqartveloshi.

    1. ანონიმური

      ანონიმური….აი მართალს ამბობთ გეთანხმებით…იტალიაში უფრო დაცული იქნებოდა აქ რა უნდოდა იქნება და ვინმეს გადასდო მერე?

  17. ლუკა

    ქვეყანაში სრული ბარდაგია…

  18. ანონიმური

    ძველ აღთქმაში არის საშინელი წყევლა ყველა იმისადი, ვინც ხალხს აბრავებს, რათა აცდუნოს და უფსკრულში გადაჩეხოს. არ ეშინია ამ საშინელი წყევლის იმას, ვინც თავისი ვიწრო პარტიული მოსაზრებებით ხალხს აშინებს და პანიკას თესავს? ვურჩევ, წაიკითხოს ძველი აღთქმა და დარწმუნებული ვარ, უკადრისს აღარ იკადრებს! ალექსანდრე

  19. ქართველი

    ტყუილია რომ ამბობს სასწრაფოს მანქანის დეზინფექცია არ ხდებაო, დეზინფექციაც ხდება და ულტრაიისფერი სხივებითაც ამუშა ებენ და საერთოდ ალიას ნურაფერს დაუჯერებთ

  20. ვარესი..!

    რას დამუნჯდით?! სანამ გამყრელიძე-ტიკარაძემ არ გითხრათ დაგვაჯდა კორონა ვირუსის ბუზიო არ გჯეროდათ
    არა?!!!:) ვამბობდი როგორც პატარძალს არ ასცდებათქოო !!! ახლა აიქაფეთ პირები და მიაყოლეთ ენები!!! რაო, ჩაგივარდათ ენები და ვეღარ ღლიცინებთ არა?! აწი უარესი იქნება-აგერ ისრაელს უთქვია ზაფხულის იმედიც არ გქონდეთო..!
    ᲕᲣᲞᲐᲡᲣᲮᲝᲗ

    ვარესი მარტი 8, 2020 at 1:25 pm
    ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
    ამ წუთებში დამთავრდა ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნათანიაჰუს პირდაპირი ჩართვა.
    მან კორონა ვირუსი ხმამაღლა გამოაცხადა როგორ მსოფლიო ეპიდემია!
    რომლის მსგავსი არ ყოფილა უკანასკნელ ასწლეულში.
    აღიარა, რომ არაა წამალი, აღიარა, რომ მსოფლიოში არავინ არ იცის როგორ უმკურნალოს ამ ვირუსს.
    მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემას, ექიმებს, ექთნებს, პარამედიკებს და მთელ სამედიცინო პერსონალს, მადლობა მოუხადა ისრაელის ჯარს და პოლიციას.
    მადლობა გადაუხადა ხალხს მითმინებასა და გაგებისთვის.
    განაცხადა, რომ მისი ბრძანებით ხვალიდან მცირე მეწარმეებს ბანკები გაუხსნიან დამატებით კრედიტს რომ არ გაკოტრდნენ.
    მოუწოდა მოსახლეობას დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები!
    თქვა , რომ გამოიყენებს ბავშვებს-თინეიჯერებს, მოზარდებს მოხალისეებად და ერთად იზრუნებენ საზოგადოებრივი ტრანსპირტის და პარკების თუ სათამაშო მოედნების დასუფთავებაზე და დეზინფექციაზე.

    ბევრი რამ თქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიგე:
    წინ რთული პერიოდი მოგველის და ბევრი მოთმინებაა საჭირო.
    ცოცხლად ნუ დავჭამთ ერთმანეთს და არც კორონას არ შევაჭმევინოთ თავი!
    პ.ს. სიცხე და ტენიანობა არ კლავს, ზაფხულის იმედი არ გექნეთო!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.