„სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს!“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ვრცელდება მთაწმინდის პარკში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ქალი, რომელიც ახალშობილ ბავშვებს უცნაური მეთოდით ავარჯიშებს. როგორც ცნობილი გახდა ეს არის ქეთევან მერაბიშვილი, ხოლო ვარჯიშის ეს მეთოდი მის მიერ დანერგილი ე.წ. მაუგლის მეთოდია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ფოტოს არაერთი მედიკოსის აღშფოთება მოჰყვა.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გამისკდა გული!

ვინმე ქეთი „ექიმი“ 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად რომ უჩივლონ!

გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრინეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

როგორც ცნობილი გახდა, ქეთევან მერაბიშვილი საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას არ ფლობს, აზერბაიჯანში კი მისი მკურნალობის უჩვეულო მეთოდების შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული.

თავად ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ მისი მეთოდებით არათუ საშიშია, არამედ პირიქით, მძიმედ დაავადებულ ბავშვებსაც კი კურნავს.

„30 წელია ვმუშაობ და არ მქონია შემთხვევა ბავშვი დაზიანებულიყო, ან დაზარალებულიყო. შემიძლია 1000-ზე მეტ ოჯახს დაგაკავშიროთ, რომელთა ბავშვებიც მე გავზარდე, მათ შორისაა ცნობილი ოჯახები.

დიახ, აზერბაიჯანში საქმე აღძრეს, რადგან საშიშად მიიჩნიეს ეს მეთოდი, მაგრამ როდესაც მოიძიეს ბავშვები დარწმუნდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. გულის მანკი, სეფსის უმძიმესი ფორმა და სხვა მძიმედ დაავადებული ბავშვები დღეს ჯანმრთელები არიან. და ეს მოხდა მხოლოდ ვარჯიშით, არცერთი პრეპარატი არ მიხმარია.

ქართველმა ერმა კი არ უნდა ებრძოლოს ამ მეთოდს, პირიქით, რაც მეტი ბავშვი გადარჩება იმაზე უნდა იფიქრონ“, – ამბობს ქეთევან მერაბიშვილი.

პედიატრები და სხვა სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ახალშობილი ბავშვებთან ასე მოპყრობა უდიდეს რისკებს შეიცავს, რამაც შესაძლოა ტვინის და ნევრული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. მათი თქმით, ჩვილების თავდაყირა ტრიალით ჩნდება სისხლჩაქცევები და სხვა გართულებები.

წყარო: „პრაიმტაიმი“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    არანორმალური

  2. ანონიმური

    ამ ბავსვის მსობლები უნდა დაკიდო ფეხებით, და მერე მიხვდებიან, როგორი კარგია მაუგლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.