სასწრაფოდ – რას ჰყვება “გეფას” ინფიცირებული თანამშრომელი და დალია თუ არა საზღვარზე სიცხის დამწევი?

საზოგადოება რამდენიმე დღეა უკვე “გეფას” იმ თანამშრომელზე საუბრობს, რომელმაც ვირუსი რამდენიმე ადამიანს გადასდო მათ შორის, ნიკოლოზ გამყრელიძეს, „გეფას“ ერთ-ერთი დირექტორი წერილს ავრცელებს, სადაც ჰყვება მოგზაურობაზე და იმაზეც – რატომ და ვისთან ერთად გაემგზავრა ვენაში, როგორ უთხრა ქართველ მესაზღვრეს რომ იტალიიდან მოდიოდა და მაინც, 8 ადამიანი როგორ გაუშვეს სახლში, მათ შორის, მიშას ორი შვილი

მას სახლში ჰყავს ასევე ორი პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, როგორც ჰყვება.

მეტიც, იგი ჰყვება, რომ მას მერე რაც მის მეგობარს აღმოაჩნდა ვირუსი, მეორე დღეს თავად მიმართა ინფექციურს!

არადა, ვინმე რომ მართლა პატიოსნად იკვლევდეს კონტაქტებს, იგი იმავე დღესვე უნდა გადაეყვანათ კარანტინში, რა დღესაც მის მეგობარს ანალიზი აუღეს და არა ანალიზის პასუხის მიღებიდან მეორე დღეს!

“გეფას” ერთ-ერთი დირექტორი ახლა ცოლთან და ორ შვილთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში წევს:

„მოგესალმებით მეგობრებო,

მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).

ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშველოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.

მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

3-მარტს გავიგე რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.

4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.

ყოვედღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.

დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავათ არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“,

  •  
  •  

კომენტარი

  1. proneli

    isev tavis martleba.turme mesazgvre yofila damnashave rom ori degenerati megobari,imis shemdeg rac gaigorom virusi milanshi iyo colshvils xuti dge agulavebdasxva qalaqebshi.tqvit simartle rom ,,svecki,, colshvils ver gauwiet winaagmdegoba.dagupet ramdenime adamiani da exla bodishi gviania.

    1. მოქალაქე

      გავქთ სტატისტიკა რამდენი ადამიანი ჩამოვიდა ბოლო ორი კვირის მანძილზე იტალიიდან? სულ მცირე 1000 ადამიანი მაინც იქნება. ერთი კონკრეტული ადამიანი ინფექციურში რომ მივიდა და გამოკვლია, და ამით საზოგადოება გამოფხიზლდა და ვინ იცის რამდენი დამატებითი წყაროს აღარ შემოვიდა საქართველოში, იმას არ ნიშნავს რომ მის გარდა არავის არ აქვს ვირუსი. ზუსტად ასეთი დამოკიდებულების გამო, “ჩავქოლოთ და მოვკლათ” კორონავირუსიანი, ხალხი ზის სახლში და არ აცხადებს სიმპტომებს.

  2. მანანა

    და რას მიეხეტებოდა მთელი ოჯახი, როცა მეც კი ვიცოდი , რომ აღარ იყო უსაფრთხო ზონა, და მესაზღვრეს რომ აბრალებს, თავად გამოეჩინა პასუხისმგებლობა და მაშინვე გადასულიყო კარანტინში, ამას კი ეშველება, და არც ამის ფინანსებს მიადგება ზარალი, მით უმეტეს, რომ სააფთიაქო ქსელი აქვს, იმ მუშამ იკითხოს, სანამ გამოჯანმრთელდება, იმის ოჯახს რა ეშველება, იქნებ ისაა მარტო ოჯახის მარჩენალი.

  3. სიმართლე

    ეს კაცი დასაჭეია, მინიმუმ უნდა გააგდო სამსახურიდან.

  4. უპასუხისმგებლო

    დაინფიცირების ნახევარზე მეტი ამ ადამიანზე მოდის:(

  5. ნუნუკა

    ხალხის ცოდვებმა უწია ძვირად რომ ჰყიდიან წამლებს ამიტომ დასაჯა უფალმა ასე მწარედ სხვებმა რა დააშავეს. მათ ვუსურვებ ჯანბრთელობას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.