სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილების თანახმად, საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ – 21 აპრილამდე გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bm.Ge ავრცელებს.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული შეზღუდვა ეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს. ამასთან აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციური მეთოდის უნდა განახორციელონ.

„მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

2. 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).

3. იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.