სასტიკი მკვლელობა თბილისის ცენტრში – პოლიციამ 23 წლის ზუკა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 9 წლის შემდეგ დააკავა

პოლიციამ 2011 წელს რუსთაველის გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი 32 წლის ირაკლი აგლაძე დააკავა.

ეჭვმიტანილმა ზუკა ტარყაშვილს მისივე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაკავების შესახებ შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

შეგახსენებთ, რომ საზარელი მკვლელობა 2011 წლის 17 ოქტომბერს დღის საათებში მოხდა. რამდენიმე პირი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულ ტარყაშვილს აედევნა და ქუჩაში, ყველას თვალწინ ცეცხლი გაუხსნა. წაქცეულ ტარყაშვილს ირაკლი აგლაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან კიდევ რამდენჯერმე ესროლა.

დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი პოლიციამ მკვლელობიდან სამ დღეში დააკავა, ხოლო აგლაძე ამ დრომდე მიმალვაში იყოფებოდა.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ანუ 9 წლის მერე თუ წერთ რომ დაიჭირეს მკვლელი, ბარემ ისიც მიაყოლეთ რააა მიზეზი რა იყო მაშინდელი მკვლელიბის????? რისთვის მოკლეს ციხიდან გამოსული
    ტარყაშვილი ????? იქნებ იმსახურებდა ?!
    ასე რა გავიხსენო?!

  2. ანონიმური

    ღირსი რატომ უნდა ყოფილიყო, შენი აზრით არსებობს მკვლელობის გამართლება იმის რომ ადამიანი მოკლა?თან ღირსი იყოს, იმსახურებდეს. ფუი თქვენი აზროვნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.