“სასადილოში გვითხრეს, რომ 6 წლამდე ბავშვებს საკვები არ ეკუთვნით, არც პური, 8 შვილზე პურნახევარს გვაძლევენ”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 8 შვილის დედა საუბრობს:

“ზოგჯერ სკოლაში ვერ ვუშვებდი, რადგან მშივრები იყვნენ, მერე ექიმთან შედიოდნენ, კუჭი სტკიოდათ.

7-8 პური გვჭირდება დღეში, მაგრამ 4 პურს ვიზოგავთ.

უფასო სასადილოში გვითხრეს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს საკვები არ ეკუთვნით, არც პური, 8 შვილზე პურნახევარს გვაძლევენ.

უფროსი ბიჭი დადოდა სასადილოში, მაგრამ იმდენი მცირე ულუფა მოჰქონდა, არ ჰყოფნიდათ, მერე აღარც დადის”

პურნახევარი 8 შვილიან ოჯახს!

Posted by Giorgi Wamaladze on ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2020
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.