“სარალიძე, დადუნაშვილი, ლუკა, შაქარაშვილი, ახლა ეს პროგრამისტი – ღირსი ხარ, ქართველო, მეტის ღირსი ხარ!”

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სარალიძე და დადუნაშვილი მოკლეს.

ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

შაქარაშვილი განზრახ მოკლეს, ჯგუფურად.

ახლა ეს ლამაზი, განათლებული პროგრამისტია მსხვერპლი.

ამ ქეისებს შორის სამართლებრივად საერთო თითქმის არაფერია, მაგრამ უნდა ვაღიარით რომ ამ ქეისებში იკვეთება ფართო სისტემური ხარვეზები.

და მაშინ რას ვერ ვსწავლობთ? რატომ ვერ ვასწორებთ სისტემურ ხარვეზებს?-

რატომ და როგორც მედია, ისე პოლიტიკური სპექტრი გვისვამს არასწორ აქცენტებს და ჩვენც ამ აქცენტების ტყვეობაში ვეფლობით.

ნაბიჯები უნდა გადაიდგას არა საკითხის პერსონალიზაციისკენ (ივანიშვილმა, ივანიშვილის, ივანიშვილით, ივანიშვილად), არამედ სისტემის გაუმჯობესებისკენ, რომლის გეგმასაც არსებული პოლიტიკური სპექტრი ვერ გვთავაზობს.

თითოეულ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკურად მახინჯი პიროვნებები იწყებდნენ დივიდენდების მოპოვებას და ახლაც იმავეს აგრძელებენ და კიდევ გააგრძელებენ, მანამ სანამ ჩვენ, ხალხი მათ ვაცოცხლებთ და ამ მარაზმს მუდმივად ვატარებთ.

ღირსი ხარ ქართველო, მეტის ღირსი ხარ.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. მამხილებელი!

    განვარცობ, ხალხო !…პასუხები ამ თემებზე პირველ რიგში, თქვენს თავში და უფლის წიაღში ეძიეთ!. სადაა საპატრიარქო?,რატომ არ აკეთებს განცხადებებს?,მაგალითად რა გაფთხილებებს გვაძლევს ამით უფალი?… კაცობრიობა შევიდა ოფიციალურად მერწყულის პერიოდში…უდიდესი გარდაქმნების პერიოდია დაწყებული: მეოთხე განზომილება,დედამიწის ვიბრაცია და სიხშირე(შუმანის ტალღები ) არის ძალზე გაზრდილი… აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანში მესამე თვალის გახსნის პროცესებია დაწყებული(არის შემთხვევები, რომ ადამიანებმა 50 წლის და ზემოთ ასაკში, თავიანთ თავში ახალი პროფესიები და სხვა უამრავი რამ აღმოაჩინეს),არაფერს ვამბობთ ინდიგო ბავშვებზე…და ა.შ…ვერ ხვდებით რომ, ჩვენი შემქმნელი, ამ უბედური ამბებით, პირდაპირ გვეუბნება; შეიცვალეთ და შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესიო,თუ არა კიდევ უფრო დაგჟჯითო და ახალ სამყაროში არ მიგიღებთო!. ხალხო გამოღვიძების(პრაბუჟდენია) პერიოდია დაწყებული მთელს მსოფლიოში…ჩვენ კი ისევ ვგვძინავს(ან მერამდენედ უნდა შევიღვიძოთ ასეთი ტრაგედიების შემდეგ?, რომ ისევ დავიძინოთ?)… ეს მარტო,ხელისუფლების ბრალი არაა!.რაც ხდება ყველას ბრალია!. რა “საზოგადოებაცაა”, ისეთია ხელისუფლება…ეხლა არ მითხრათ, მშიერია ხალხი და მაღალი ზნეობებისათვის და ა.შ…არ ცალიაო. იმისთვის ხომ ცალიათ რომ, მტყუანები თუ მართლები არიან, ერთმანეთს ოღონდ უაპელაციოდ, საწინააღმდეგო უთხრან?. იმისთვის ხომ ცალიათ დიდების და პატარების 90%-ზე მეტმა 24 სთ გაჯეტებზე უაზროდ უკაკუნოს?…ამ უბედურებებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში; უინტერესობა, გაუნათლებლობა,გაუტანლობა,”დებილიზმი ხდება(ჩვენთან უკვე გამხდარია),ახალი საზოგადოებრივი ნორმა”ა.დ…გიზგიზებს!. სადაა ეკლესია, რატომ ამდენი ხანი არ აყენებს საკითხს, სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით?…და საერთოდ პირველ რიგში, ახალი განათლების სისტემაა ასაშენებელი ფუნდამენტიდან!!!. სადაც სკოლამ და მშობელმა უნდა გამიჯნოს, გადაინაწილოს პასუხისმგებლობები, რომელიც ასახული იქნება იურდიული ხელშეკრულებით!(ხომ უყურებთ რომ მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი თავიანთ ნაჭუჭში იკეტება და თავიანთი პოლიტიკის შემუშავებას ცდილობს, მთავარ და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებში???) …მოკლედ ვიცით რომ, მგელს ვუკითხავთ სახარებას, მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი!. P.S. ეძიეთ თქვენს თავში სიახლე და მას აუცილებლად მიაგნებთ. ვინც ეძებს ის პოულობს. მოითხოვე და მოგეცემაო(საკმაო მაგალითებია ჩვენს ირგვლივ)….აკეთედ , თუნდაც დაუფასებელი სიკეთე:)…

    1. ტანჯულა

      ბუასილს მომირჩენ ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.