“საპატრიარქო მიხვდა, რომ საქმე იდუმალებითაა მოცული” – რა უთხრეს დედას საპატრიარქოში?

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა:

„წესის აგებაზე დაგვთანხმდნენ. პატრიარქი შეუძლოდ იყო და სხვა დროს დაგვიბარა.

მიხვდნენ რომ იდუმალებითაა ეს საქმე მოცული, ეზიარეთო და ღმერთი დაგეხმარებათ ამ საქმის გახსნაშიო. თავად ნაწილობრივ იყვნენ საქმის კურსში“

რამდენიმე წუთის წინ, “ალიამაც” გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის მასალებზე სასაუბროდ დაიბარეს საპატრიარქოში, რომ მოესმინათ და გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. ჩვენი წყარო გვიყვება, რომ პატრიარქს არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის.

ამ წუთებში, დედამ დაადასტურა, რომ ის დალოცეს და საქმის გახსნა უსურვეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.