“საპატიმროებში ადამიანები დანაშაულისთვის ხვდებიან და არა კანის ფერის გამო!”

“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მაქვს დამთავრებული, ვერიდები ხოლმე საერთაშორისო მიმოხილვებსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების ანალიზის წარმოდგენას, განა იმიტომ რომ აზრი არ გამაჩნია, არა! იმდენად ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რომ მირჩევნია ფოკუსირება ადგილობრივ პროცესებზე მქონდეს, გარდა ამისა, მსოფლიოში არსებული მეინსტრიმული და მიკერძოებული მედიის პირობებში, ხშირად ჭეშმარიტების დადგენა რთულია…

ვუყურებ ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის გადაცემას და სადაც წამყვანი ცდილობს წარმოადგინოს სიტუაცია იმდაგვარად, რომ აშშ–ში რასიზმი მძვინვარებს, თურმე საპატიმროებში 60%–ი შავკანიანია და თურმე უფრო ხშირად პოლიციალები მათ კლავენ…

ჯერ ერთი საპატიმროებში ადამიანები დანაშაულის ჩადენის გამო ხვდებიან და არა კანის ფერის გამო! მკვლელობებს რაც შეეხება იქნებ იმის პროცენტული შემადგენლობაც წარმოგედგინათ, თუ მკვლელების რა წილი მოდის შაკვანიანებში? სასაცილოა, რომ თურმე აშშ–ს დემოკრატიის სიძლიერე, რომელიღაც შერიფის ტრამპისთვის ჭკუის დარიგება ყოფილა…

ზოგადად ლიბერალური მედიის ტრამპისადმი სიძულვილი გასაგებია, მაგრამ ძალადობაზე საუბრისას, რატომ არ უქმნის უხერხულობას ორმაგი სტანდარტი ჩვენი მედიის “კორიფეებს”, ესაა გასაკვირი!

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის აშშ–ს და მისი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მედია იერიში, დამაზიანებელია როგორ საქართველოს მოსახლეობის განწყობების, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    როგორ მომწონს ამ კაცის აზრები და მსოფლმხედველობა,ყოველთვის!👏

  2. ანონიმური

    GATAVXEDDA MEDIA BATONO ZVIAD PATRONI UNDA.

  3. those g

    It’s very easy to find out any topic on net as compared to textbooks, as I found this piece of
    writing at this web page.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.