სანდრო ბრეგაძის მანქანასა და სახლში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მანქანასა და სახლში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიციამ სანდრო ბრეგაძის მანქანა თბილისში, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გაჩხრიკა. გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად სანდრო ბრეგაძე. მოგვიანებით, პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში გადაინაცვლა.

სანდრო ბრეგაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძის სახლის გაჩხრეკა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის მანქანაში მყოფ პირს იარაღი აღმოაჩნდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძეს ამ იარაღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, მფლობელს კი, ის გაფორმებული აქვს.

როგორც სანდრო ბრეგაძის მეგობრებმა და თანაპარტიელებმა ადგილზე განაცხადეს, მან პოლიციას მიმართა მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ ბოლო დროს ხორციელდებოდა და გამოკითხვაზე მოწმის სახით იყო დაბარებული.

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    ყოფილ დეპუტატს-სანდრო ბრეგაძეს , რიგითი ქართველისაგან განსხვავებით იარაღის ტარების უფლება აქვს! და მის მანქანაში კიდევ ვინმე თუ რამეს ატარებს
    ბრეგაძე არაფერ შუაშია!!!
    ალია,სხვა რამე იქნება მანდ სინამდვილეში.

    1. ანონიმური

      მკოიანის სახლი გაჩხრიკეს? თუ იმას Aრ ჰქონია იარაღი?

      1. ანონიმური

        მართალია

  2. ანონიმური

    ღარიბაშვილის გენერალი სიმამრიც იარაღისთვის დაიჭირეს! ჯაბაც და გენერალი კიტოვანიც “სტეჩკინებისთვის” …. აგერ , 30 წელია გრძელდება საბჭოთა მილიციის და დამპალი კომუნისტური სახელმწიფოს კანონებით ცხოვრება!
    კმარა!

  3. ანონიმური

    რაღაც ვერაა მთლად გამართული ეგ ამბავი ლოგიკაში???
    ანუ კაცი მივიდა პოლიციაში დამეხმარეთ, მემუქრებიანო, ხო?! და პოლიციამ რას მოეთრევი, რატომ გვაწუხებოო?!
    იქით შეუტია, ვინცხა იარაღიანი (გაფორმებული) რატომ გიზის მანქანაშიოო?!!! მერე კიდევ უარესი, სახლიც უნდა გაგიჩხრიკოთ, იქაც გექნება გადამალული ტანკი და ატომური ბომბიოო?!!!
    აი, რისთვის სცხელა პოლიციას დღეს!
    ამაში უხდის ხალხი ხელფასს?!

  4. ანონიმური

    იუზრდელებდა რაცხას პოლიციაში თვარა ასე სულ როგორ გამო@ლევდებოდა პოლიცია?! ჰა?!

  5. ანონიმური

    კაცი ოცნების მთავრობაში მინისტრის მოადგილე იყო და რანაირად?!

  6. ანონიმური

    ქოცები ნაცების ლოანდაგზე სრულად გადავიდნენ ,ეს უკვე ნაც-ქოცების დასასრულია,ხელისუფლება უპატრონოდ გდია ქუჩაში და უბედურება ისაა ამას ვერავინ ამჩნევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.