„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.
319 ათასი ლარი დაიხარჯა პარლამენტარების მივლინებებში, მათ შორის “მდუმარე პარლამენტარების” მივლინებებში, რომელთაც ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი.
სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული 274 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა 1 წლის მანძილზე 380 პირის სოციალური შემწეობის უზრუნველსაყოფად.
„2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სასტუმრო, სარესტორნო მომსახურებასა და ქვეყნის გარეთ მივლინებებში უკვე 593,304 ლარი დახარჯა.
2020 წელს პირველი სამი თვის განმავლობაში პარლამენტმა 12-ჯერ განახორციელა სარესტორნო მომსახურების შესყიდვა, დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 189,201 ლარი შეადგინა, სარესტორნო მომსახურების გარდა პარლამენტმა სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით 6 ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჯამში 85,000 ლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი თანხები კი ქვეყნის გარეთ პარლამენტის წევრთა მივლინებებში დაიხარჯა ჯამში 319,103 ლარი.
პარლამენტში 3 თვის განმავლობაში 91 მივლინება განხორციელდა. ყველაზე ძვირადღირებული მივლინებების სიაში მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძე,მივლინება აშშ-ში – 14,991 ლარი, სოფიო კილაძე მივლინება აშშ-ში – 13,664 ლარი, ბერაიას მივლინება აშშ-ში – 10,420 ლარი. 2020 წლის მივლინებების სიაში მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მდუმარე დეპუტატებიც, რომლებსაც 2018 წელს ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათ მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11,417 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას ამ მხრივ ძირითად შემთხვევაში პარლამენტარების არჩევანი ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორნებზე კეთდება, მაგალითად 32,701 ლარიანი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რესტორან შპს ჯი ემ თი მთაწმინდასთან, შპს წისქვილის ჯგუფი – 20,000 ლარი, შპს კოპალა – 30,000 ლარი, შპს ქეთო და კოტე – 5000 ლარი. სასტუმროს მომსახურებაში კი ყველაზე დიდი თანხა შპს ჯი ემ თი და შპს დაბი გრუპ ჯორჯიას გადაუხადეს, თითოეულს 25,000 ლარის სახით.
2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 19.5% ანუ თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 262 ადამიანის ყოველთვიური საარსებო შემწეობის ურუნველსაყოფად.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტისწევრების 3 თვის მივლინებებში, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება უმაღლესი განათლების ხელშეწყობაზე, მეცნიერების პოპულარიზაციაზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებსა თუ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებებზე.
წყარო:
2020 შესყიდვები – https://bit.ly/2ABtd0K
2020 მივლინებები – https://bit.ly/3fuF8vY
TI ანგარიში – https://bit.ly/3d52wOV
სიღარიბის მაჩვენებელი – https://bit.ly/3frq8im
ბიუჯეტი – https://mof.ge/5261“- წერია განცხადებაში.
მშვენიერ!ეგრე უნდა ჭამო,სვა იგრიალო და აყურებინო მშიერმუცელა მონებს,ვინაა ყველაზე ჯიგარი ქვეყანაში.ისწავლით წერა-კითხვას?გექნებათ საჭმელი,
ნ არადა აავსეთ ყულაბა ჩვენი ჯიგარი ხელისუფლების სახუნტრუცოდ.
🙂
CHVEN QVEYANA VART PARLAMENTS BEVRI STUMARI YAVS
ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა.ბიჭმა დედას სუფრა გააშლევინა,მეგობრები უნდა ეწვიონ.მიდის კერძების ჩადგმა.ბიჭმა დიდი ლარნაკით(ვაზით) თხილი ჩადგა.გაკვირვებული დედა ეკითხება-რა ამბავია ამდენი თხილიო? ბიჭმა- რა მოხდა დედა,მეგობრები მოდიანო. დედამ – მეგობრებია თუ ციყვებიო? 🙂
არ უნდა დახეთქო ესენი საფაღარათოს სმით))))))))))))))
🙂
სტალინი. ხომ არიან ღირსები ამ მთავრობას და ოპოზიციას, 37 წლის რეპრესიები და ჯოჯოხეთი, რომ მოუწყო?!
არამგონია რაღაც ეს რელაობასთან ახლოს იყოს
სრული აბსურდი
397797 396239I dont normally look at these kinds of web sites (Im a pretty shy person) – but even though I was a bit shocked as I was reading, I was certainly a bit excited as nicely. Thanks for giving me a big smile for the day 79560
181739 664883Wow! Thank you! I always wanted to write on my website something like that. Can I include a portion of your post to my site? 260730