სამხედრო ნაწილიდან მაღალჩინოსანმა სამშენებლო მასალა მოიპარა – დამნაშავე დღემდე პოსტზე რჩება

უფლისციხის სამხედრო ნაწილიდან სამშენებლო მასალა მოიპარეს. მაღალჩინოსანი, რომელმაც არმიის საკუთრება სახლში წაიღო ამ დრომდე პოსტზე რჩება. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება. მას საგამოძიებო უწყება სახელმწიფო ქონების დატაცებას და ამ ქონებით სახლის აგებას ედავება. მომხდარიდან უკვე ერთი თვეა გასული, თუმცა ჯოჯიშვილი კვლავ თანამდებობაზე რჩება.

ქონების დატაცების ფაქტს ადასტურებს პოლკოვნიკის მამაც. მისი თქმით, მასალები ლიჯისტიკური უზრუნველყოფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა უკან დააბრუნა და ჯარიმაც გადაიხადა.

“ბანკიდან ფული გმოვუტანე ვალი ქონდა და მე გამოვუტანე რომ მივხმარებოდი. წამოიღო მასალები, უკან მიიტანა და დააჯარიმეს” – აცხადებს ჯოჯიშვილის მამა.

სახლი, რომლის ასაშენებლადაც სახელმწიფო ქონება გაიფლანგა თითქმის დასრლებულია. პოლკოვნიკს ახლა მხოლოდ სარემონტო სამუშაოები დარჩა.

ჯოჯიშვილმა მეზობლებში გაავრცელა ვერსია, რომ სახლის ასაშენებლად სესხი აიღო.

სახელმწიფო ქონების მიტაცება არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელსაც სამხედრო მაღალჩინოსანს ედავებიან. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გიორგი ჯოჯიშვილს თანამშრომელ ქალებზე ძალადობაშიც ადანაშაულებენ.

სამხედრო პოლიცია უკვე ერთ თვეზე მეტია პოლკოვნიკის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. თანამდებობაზე ამ დრომდე მის ყოფნას თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმით ხსნის, რომ ჯოჯიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს სიმართლეს

  2. ანონიმური

    არამგონია ეს სიმართლეეს შეესაბამებოდეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.