„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრემიერი გახარია ძალიან დაბნეული ჩანდა დღეს, საკმარისზე მეტი დრო იყო მომზადებისთვის“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას გამოსვლას უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიაჩნია რომ მოქმედ მთავრობას მოსალოდნელი კრიზისთვის მოსამზადებელად გაცილებით მეტი დრო ჰქონდა და საზოგადოებაში პანიკას არ უნდა ნერგავდეს. ამასთან, ურჩევს თუ ეს თავად არგამოსდის კრიზისული სიტაციების მართვაში პროფესიონალები ჩართოს და არათანმიმდევრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.

„ქვეყანაში მოულოდნელი კრიზისი იყო თებერვალ-მარტში, ახლა კი მოსალოდნელი კრიზისის ასე დაბნეული და მოუმზადებელი არ უნდა შეხვედროდა დამსხვრეული ოცნებების მთავრობა. რადგან ჩვენ უკვე ვიცით და გამოვცადეთ რასთან გვაქვს საქმე და მოქმედების ალგორითმი მზად უნდა ჰქონოდათ. შესაბამისად, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ კარგად მომზადებულიყო სახელმწიფო და ხელისუფლება კოვიდ 19-ისგან გამოწვეული კრიზისული სიტუაციების მართვისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გახარიას, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, დაბნეულობა და არათანმიმდევრული ნაბიჯები იწვევს საზოგადოებაში დაბნეულობასა და პანიკას. ჩვენ ყველამ, ქვეყანამ საკმარისზე მეტი ეკონომი კურიზიანი მივიღეთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის და შიმშილის ზღვარზე, შესაბამისად ამ ფონზე ქვეყანას არ სჭირდება დაბნეული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. თუ არიცით შექმნილ სიტუაციაში როგორ იმოქმედოთ, დაუძახეთ პროფესიონალებს და ჩართეთ კრიზისული სიტუაციის მართვაში” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ყასაბის ჰაბიტუსი

    არ გამოგივა გახარიას ანტიპიარი, ძაღლი მთვარეს უყეფდაო ისე გჭირს, ყალბი პირადობის მოწმობების სერიულად გამოშვებისთვის რომ არ დაისაჯე ესაა უსამართლობა, აღმაშენებლს კი თავი დაანებე, მოქექე ვინმე შენს წინაპრებში და იმათ დაეყრდენი.

  2. ვირუსს ვირჩევ!!!!!!

    შეეშვით ამ ვირუსის დევნას, მიუშვით ნებაზე.შესახვედრს შეხვდება, გადამტანი გადაიტანს.უსწავლელებს ტოვებთ ბავშვებს? თქვენ შარშანდელ სასწავლო წელს ჩათვლილად აცხადებთ? გამოვფიზლდეთ ხალხო.ცუდადაა ჩვენი საქმე.არა სამსახური, უსწავლელი შვილები და რის საფასურად-რომ არ გავცივდეთ? გააფრინეთ ყველამ?

  3. ანონიმური

    გახარია ტაშის დაკვრაში მეცადინეობდა! ხელები და კისერი დაუგრძელდა! რა გაუკეთებია, ერთი რამე, კონკრეტულად?! ელისაშვილი მაგაზე უკეთესად ხმარობს მიკროფონს და განათლება მაინც აქვს!!!

  4. ანონიმური

    ძალიანაც კი გინდა მისი დაბნეულობა მაგრამ არამგონია მაგას მოესწრო ოდესმე

  5. ანონიმური

    მხოლოდ და მხოლოდ შენი ილუზიაა ეგ და მეტი არაფერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.