“სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს კაფანდარა, 40 კილო გოგო“

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ცოტა ხნის წინ შსს დატოვეს.

ისინი მოითხოვენ პასუხებს კითხვებზე, რას უკავშირდება 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება.

ამასთან ოჯახი კომპლექსური ექსპერტიზების დანიშვნას და მასალების გაცნობას ითხოვს. 

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების განცხადებით, მათ შვილს კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ჰქონდა კომპრომატები, რაც გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა.

“მქონდა ეჭვი, რომ ვიღაც ჩინოსნის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. ეს 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ნამეტანია. სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ, მაგრამ ეცოცხლა ჩემ შვილს.

მე მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო, ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს და არ დავიხევ არცერთი წუთი უკან. 

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუკი პატივს დამდებს და შემხვდება. ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმე უნდა იყოს გამოძიებული და რას მეტყვის, მინდა უშუალოდ მისგან გავიგო,” -განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა. 

  •  
  •  

კომენტარი

  1. მაგრად გაურისკავს

    საიდან გაიგო იმ 3 კაცმა, რომ ამ გოგოს ქონდა მაკომპრომ. მასალა? , ე.ი აშანტაჟებდა?

    1. ანონიმური

      ტრაკს ხომ არ დააყენებდი?

    2. ანონიმური

      კაცმა არ იცის, შეიძლება ხელოვნურად პოლიტიკური არეულობისთვის მახეც დაუგეს და სპეციალურად შარშიც გახვიეს. ქვეყანაში პოლიტკური ამინდის ასარევად არაფერზე დაიხევენ უკან. რაც შეეხება ამისგა დაშანტაჟებას, მაშინ ელექტროშოკი არ დასჭირდებოდა. შანტაჟი გამორიცხულია. სახლიდან გამოსვლისას ჯერ პოლიციაში რომ მივიდა ესეც კითხვის ნიშანს აჩენს.

    3. garik

      martalia ratom gaxsna sxvisi faili? amiT fuls soulobda?

    4. გარიკ

      სიმართლეს ამბობთ. თუმცა დაველოდოთ გამოძიებას,შეიძლება სულ სხვა ვერსიაც გამოჩნდეს.მამა ამბობ საფრანგეთიდან ჩამოსვლიდან დაეწყო უხასიათობა და ტირილი და ა.შ. სიყვარულს და ღალატს ხომ არ უკავშირდება მისი უხასიათობა?

  2. ანონიმური

    რატომ არ ფიქრობს ვინმე, იქნებ ფსიქოლოგმა გაიტყუა, თან წამალი იყიდა…რაღაც ეჭვებს ბადებს. ყოველ შემთხვევაში ბევრი რამ ეცოდინება.

    1. ანონიმური

      თამუნა როგორც ჩანს ძლიერი ბუნების უშიშარი გოგო იქნებოდა, მაგრამ ასაკობრივი სიმწირის გამო, მაინც შეუცნობი იქნებოდა მისთვის ადამიანთა ვერაგობისა და წარმოუდგენელი სისატიკის წარმოდგენა. აი, გახარია კი ჩვენი ხალხის პრემიერია, და ვფიქრობ, ასეთ გამწარებულ მშობლების თხოვნას, სამართლიანობის იმედის მიცემისთვის უნდა შეხვდეს.

  3. ანონიმს

    სწორედაც რომ დასჭირდებოდა, თუნდაც მოსალოდნელი საფრთხის გამო. ამაში კი გეთანხმებით, ეს გოგო გამოიყენეს და შემდეგ მოიშორეს.

    1. ანონიმური

      პოლიტიკურ ნაკერს გავს.

      1. ნატო

        პოლიტიკა რა შუაშია? შესაძლოა ვიღაცამ რაღაც გააკეთებინა დიდი თანხის სანაცვლოდ და გადააგდეს,არ მისცეს და მოიშორეს.ბავშვს სუფთად რომ ემუშავა აბა რისი შიში უნდა ქონებოდა?პირიქით გაქანდებოდა და პოლიციას აცნობებდა,მშობლებს ეტყოდა ან რომელიმე მეგობარს. თუმცა არცერთი არ გააკეთა,თვად ჩაერთო საქმეში,ვერ გათვალა ბოლომდე. რაც არ უნდა იყოს გოგონა არ უნდა მოეკლათ….

  4. ანონიმური

    გარდაცვალების წინა ფსიქოლოგიური მდგომაერეობა ,ძალიან ჰგავს ძალადობის მსხვერპლისას. ისინი კი ,როგორც წესი სუიციდისაკენ არიან მიდრეკილნი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. კომპრომატი რომ ჰქონოდა , ვინმე სანდოს ჩააბარებდა მასალებს .

  5. ჯინო

    მაპატიეთ ქალბატონო მაგრამ ფორმულის ზღაპრების გჯერათ?

    1. თბილისელი

      100000% ხრთ გეთანხმებით

  6. ანონიმური

    სხვის ფაილში ასე შემთხვევით არ ხვდებიან

  7. ანონიმური

    ჩვეულებრივი ზღაპარია გვარამიას მოფიქრებული გამწარებულ მშობლებზე მოქმედება ეგ დედამიტყნული გვარამია, რათქმაუნდა გამოძიება უნდა წარი.ართოს სწორად და დროულად უბრალოდ არ ხდება ფაილებში ესე მარტივად და არც ასე აფიშირებულად მუშაობენ ისინი ვინც ფაილებში შედის, უბრალიდ ეს ვერსია გათვლილია ხალხE ვისაც შეხება არ აქვს სფეროსთან.

    1. ანონიმური

      ხელოვნურად რაღაცას წამოაგებდნენ და მოკლაცდნენ პოლიტიკური ამინდის შესაქმნელად. ეს რამიშვილიც რომ თავისით გამოცხადდა შემთხვევითია? და ახლა ენუქიძე მონაგონი იქნებაო რომ აცხადებს დედა? მსგავსი სპექტაკლის ვარიაციებია. ვაი, საცოდავი მსხვერპლნი – თამუნა და მშობლები. სპექტაკლების დამდგმელი ძალა საბოლოოდ უნდა დასამარდეს.

    2. სიმართლე

      რატომ იგინებით? რა გჭირთ ქართველებო? ლანძღვა-გინების გარეშეც შეიძლება კომენტარის დაწერა. ყველა როგორ გახდით გამომძიებლები. ენუქიძე მონაგონი იქნებაო რომ მბობს,დაუდგა იმ დროს გვერდში ენუქიძეს მოსახლეობა?როგორ იხვეწებოდა საცოდავი დედა,მაგრამ სააკაშვილის და მისი ბანდის შიშით არავინ გამოსულა,რამოდენიმე ადამიანის გარდა.სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით ვერასოდეს გაუგებთ სხვას,ესაა კიდევ გულგრილობის მიზეზი.

  8. ანონიმური

    იმედია გამოძიება დაადგენს მალე ყველაფერს

  9. ანონიმური

    ამდენ ვარაუდს და მკითხოაბას არ ჯობია უბრალოდ პასუხებს დაველოდოთ რას იტყვიან გამომძიებლები?

  10. სიმართლე

    მშობლებო შეიკავეთ თავი ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. დაელოდეთ გამიძიებას, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს შაქარაშვილის მშობლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.