სამების ეკლესიის სტიქაროსანებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ შობის ღამემდე სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირს და სტიქაროსანს ტესტი ჩაუტარდა და ორი სტიქაროსანი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ვეფხია ოდიშარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი პირის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პაციენტს ვირუსი გადატანილი ჰქონდა უსიმპტომოდ.

„სამების მხრიდან ვინც მოგვმართა, აქედან 2 ადამიანი არის საეჭვო და ერთ-ერთს ვირუსი გადატანილი აქვს. მთავარია, რომ ისინი ღამე ეკლესიაში არ შესულან და მსახურებას არ დასწრებიან. როგორც ვიცი იზოლაციაში არიან. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო“, – აცხადებს ვეფხია ოდიშარია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.