“საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ შეზღუდვების შესახებ დებულება აქტუალობას დაკარგავს”

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს განიხილავდნენ ახალი ინიციატივით გამოვიდა:

„როგორც მოგეხსენებათ ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა.

ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა – მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც.

მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ“

პრაიმტაიმი

“ალია” – ასეა თუ ისე, ეს “სპონტანური” იდეა კანონად იქცა და პრემიერს შეზღუდვების დაწესების უფლება მიეცა, როგორც კობახიძე ამბობს – საკონსტიტუციო, საარჩევნო ცვლილებების შემდეგ – შეზღუდვები აქტუალობას დაკარგავს. საკონსტიტუციო, სარჩევნო კანონის შემდეგ კორონავირუსი ქრება? – გასაგებია.

  •  
  •  

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.