საიდან მოიტანეს მუნიციპალიტეტებმა თანხები, რომლითაც ათასობით კალათა პროდუქტი შეიძინეს?

სხვათა შორის, ჯერ ისევ არავის უთქვამს, საიდან მოიტანეს მუნიციპალიტეტებმა ის თანხები, რომლითაც ათასობით კალათა პროდუქტი შეიძინეს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და მოწყვლად ოჯახებს დაურიგეს. საუბარი ასი ათასობით ლარზეა, ანუ გამორიცხულია, ეს ყველაფერი მერიის სარეზერვო ფონდიდან მომხდარიყო, იქ ასეთი თანხები არ არის. გამოდის, ეს ფული სხვა რაღაცას მოაკლეს და ჩვენი ინფორმაციით, ის სხვა სოციალური პაკეტებია. ანუ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ არ უნდა შეეხონ, თვითმმართველი ორგანოების პირველმა პირებმა კარგად იციან. ბაღების კვების ფულით ბაღის აღსაზრდელებს დაურიგეს პროდუქტი და დარჩა სოციალური პაკეტი, რომელიც პრაქტიკულად გაჩანაგდა. მის შევსებაზე არავინ იზრუნებს, რადგან წინასაარჩევნოდ ისედაც არაერთი „სოციალური პაკეტი“ წამოვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან და ეს ყველაფერი მარტივად გადაიფარება.
„ხელისუფლების გეგმა ასეთია – გარდა იმისა, რასაც პარტია ოფიციალურად დახარჯავს, მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად უნდა მოარგონ თანხები წინასაარჩევნო პროცესს და ამომრჩეველს ხელისუფლების სახელით მიაწოდონ ინფრასტრუქტურული პროდუქტები თუ ერთჯერადი დახმარებები. თავად მოიკითხეთ და ნახავთ, როცა მუნიციპალიტეტებში კარანტინის დროს პროდუქტი რიგდებოდა, ოჯახებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ აკეთებს. ანუ, წინასაარჩევნო საფუძველი უკვე ჩაყრილია და მას ახლა მხოლოდ გაღვივება სჭირდება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ კარანტინის დროს, უმრავლესობის „ონლაინ“ სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა დააყენა საკითხი, რომ ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის შედეგად დაგროვებული ფული დაეხარჯა და ის იმ ადამიანებისთვის დაერიგებინა, ვისაც ეს თანხები დაუგროვდა, შემდეგ კი აეხსნა, რომ კრიზისის გამო მოხდა აღნიშნული თანხების დარიგება, ანუ ადამიანებს დაუბრუნდათ ის, რაც დააგროვეს და კრიზისის გადავლის შემდეგ, დაიწყებოდა ახალი დაგროვებითი პროგრამა, რაზეც ნამდვილი ისტერია ატყდა. ამიტომ, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ ეს თანხები რეალურად ფურცელზე არსებობს და ხელისუფლებას არ აქვს არც გეგმა და არც რესურსი, რა უნდა უყოს ფულს, რომელიც უკვე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მის თავზე. პანდემიის გამო აღებული ვალი იმას ნიშნავს, რომ გაისად წლიურად საგარეო ვალში დაახლოებით 700 მილიონ ლარს გადავიხდით, რაც ბიუჯეტისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და არ არის გამორიცხული, მოხდეს ისე, როგორც ეს მაგალითად უნგრეთში იყო, როცა ხელისუფლებამ საპენსიო პროგრამის შედეგად დაგროვებული ფული სწორედ საგარეო ვალში გაუშვა.

ანი დვალიშვილი, ალია №18

  •  
  •  

კომენტარი

    1. ანონიმური

      kama.ge

  1. Badri

    Sapensio fuli daxarjuli akvt didi xania vici. Mag sakitxze laparakis dros Dalian agresiulebi xdebian xolme.

    1. Nika

      Martalia es tanxebi agaraa marto furcelze arsebobs

  2. Dato

    Sanam pensioner gavxdebi Amat xelhi cxrajer movkvdebi . Axla mjirdeba da momecit.

  3. status quo

    ეს არის ჟურნალისტიკა? ვარაუდებზე აგებულ სტატიას სიმართლედ სასაღებთ,ფუი,თქვენიიი…

  4. ანონიმური

    ეს არის მაგალითი არაობიექტურობის, მიკერძიებულობის, ჭორიკნობის, პანიკის დათესვის, ვიღაცის ინტერესის გატარების, იმისა თუ დაგჭირდება შეუკვეთე და აცეკვე რაც გინდა. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი თუ ოდნავ ერკვევი საპენსიო ფულს ვერ შეეხება ვერავინ, რადგან მას უცხოელი მენეჯმენტი განკარგავს, მეორე ის რომ რატომ ამბობ სოციალურ პაკეტებს მოკლესო, დარჩა ვინმე ამ პერიოდში სოციალური პაკეტის გარეშე? ივანიშვილის 100მლნ ფული არ არის? ან სხვა ორგანიზაციების? უბრალოდ ძალიან ცუდია როცა გიკვეთავენ იმას რაც იცი რომ მასე არ არის და წერ, წერ ნეტა რის სანაცვლოდ??????? ალბათ იმ სერიის გაგრძელებაა გამყრელიძეს რომ კითხეს თუ არ დაინფიცირება ამდენი გადადგებითო???? ცოტახანში ექნებათ დაკვეთა და დაწერენ რომ კორონა ბიძინამ მოიგონა რომ არჩევნებზე ხალხი მოესყიდაო

  5. Kaxa

    Ise msofliom rac datesa imas imkis mostkvnia patron.

  6. Tato

    Ise Korona Ar atkendat naceds da kocebs.

  7. ანონიმური

    ამ ჭორაობას როგორ ეძახით ჟურნალისტიკას მე არ მესმის

  8. ლევანი დავითაშვილი

    საიდან და რომ იცოდეთ ბევრმა საკუთარი ჯიბიდან დადო ფული რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.