საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.

არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა. მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდა. სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    ირმა სოხაძეე)))))))))

  2. ანონიმური

    bidzos qali

  3. თბილისელი

    დამსახურებულად ქ-ნ ირმა სოხაძეს უფრო ავირჩევდი. თუმცა ვნახოთ ეს ქ-ნი როგორ წარუძღვება საქმეს

    1. ანონიმური

      au esegi irma arvarga raxan nagav tbilisels mocons

  4. ანონიმური

    irma’s ver daimonebden

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.