საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა მაქსიმუმ 100 ლარით დაჯარიმდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, უსაფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია, ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, რომლის მეათედიც, საშემოსავლოს გამოკლებით, დაახლოებით 100 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის (ჯარიმის) შემოღების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ, ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ და ჯანდაცვის კომიტეტებს ცვლილებების მომზადება სთხოვა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს რაციონალური და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ უნდა იწვევდეს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    როდესაც პირბადე დეფიციტში იყო, მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ არ იყო საჭირო, ახლა ბიზნესი ააწყო ალბათ ისევ გამყრელიძეებმა და ასეა საჭირო. ჭრელო პეპელა მთავრობა და ვაიექიმები.

  2. Data

    Aatkes diznesi da gvaxrhoben.

    1. ანონიმური

      კიი… ააწყეს ბიზნესი და მიგვახრჩობენ აწი

      1. მანუჩარ

        სიტყვაზე როცა 309 ლარი მაქვს ხელფასი მაშინ 100 ლარი ჯარიმაზე როგორ გადავიხადო?

      2. მანუჩარ

        სიტყვაზე როცა 300ლარი მაქვს ხელფასი მაშინ 100 ლარი ჯარიმაზე როგორ გადავიხადო?

  3. Soso

    Didxanspirdade klavs adamians unda dagvxovot tu ra gindat hengan.

  4. Zura

    Pirbadeze rogor heidleba jarima ra s ambobt azrze xart?

  5. Gaga

    Xalxo amovigot xma tore gadagviares ra unedurebaa ra agar moihones kargit ra gekofat isedac gavnadgurdit, sad gvakvs amdeni fuli jarimebi vixadot sajmlis fulic agaraa. 😢

  6. Er

    Ra vici Amat xelhi ras gaiged jer nacedma axla kocebma AR gikvirt cocxledi ro vart?

  7. კორონას მქინძავი

    ჰო მარტო ჯარიმა ჯარიმა და ჯარიმა.კაი საშუალება ნახეს ბიუჯეტის შესავსებად.რა პირბადე რა გინდათ ამ სიცხეში ხალხი უნდა გაგუდოთ?კორონა არა იხვის ტოლმა.რა მოტყანიტ ტვინი ამდენი უაზრო აკრძალვებიტ.

    1. ანონიმური

      საწყალი ხალხი! ხელფასსაც არ შეარჩენენ…
      ეტყობა, კრიზის დაძლევას, ბიუჯეტის შევსებას ასე აპირებენ.

  8. ანონიმური

    1200 თუ იყო საშუალო ხელფასი არ ვიცოდი… უმეტესობას სახელმწიფო სამსახურებში, აფთიაქებში და დისტრიბუციაზე 500ლარზე მეტი არ აქვს..თვითდასაქმებულებზე აღარ მაქვს ლაპარაკი და ამხელა ხელფასი საშუალო არითმეტიკულით როგორ გამოიყვანეს.. თვალებში ნაცრის შეყრა

  9. ანონიმური

    კარგით რა? საქართველოს მისახლეობის რამდენ პროცენტს ჰქომდა 1200 ლარიანი ხელფასი? ან ოჯახის რანდენ წევრს? ჯერ ის ვიკითხოთ, აქვს კი ხალხს პირბადის საყიდელი ფული? ერთი პირბადის გამოყენება დიდხანს არ შეიძლება. რანდენი პურბადე უნდა იყიდოს ოჯახმა დღეში 3 პირვადე მაინც რომ გამოიცვალოს იჯახის თითო წევრმა? ხალხს საჭმლის ფული არა აქვს. მისახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს და იქნებ, გაითვალისწინოთ, სანამ ასეთ კანობებს მიიღებდეთ. ბოლოს და ბოლოს, იფიქრეთ ხალხზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.