“სავარაუდოდ, გაიტაცეს” – რას ჰყვებიან 13 წლის ილია ფილფანის მშობლები?

დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი შსს-ს მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

შეხვედრისას ოჯახის წევრებმა და ვლადიმერ ბორცვაძემ ძებნის ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

“ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს”, – ამბობს ბავშვის მამა.


ცნობისთვის, 13 წლის მოზარდი მესტიაში 18 ივლისს დაიკარგა და დღემდე ეძებენ.

ამ დრომდე შსს-მ მხოლოდ ერთი განცხადება გააკეთა, აგვისტოს დასაწყისში და მაშინაც მხოლოდ იმაზე ისაუბრა, როგორ მიდის ხევში, მდინარეში და ტყეში ძებნის სამუშაოები.

“ალიამ” ისიც გაარკვია, რომ ილია ფილფანის ბაბუა, წლების წინ, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. იგი არც ცოცხალი და არც მკვდარი, აღარ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ საქმე აღძრა თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, მას არც ერთ სამძებრო ღონისძიებაზე, არც ერთ ვერსიაზე არ უსაუბრია, მთელი ამ დროის მანძილზე. ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს არც ის გაურკვევია, იმ დღეებში რამდენმა მანქანამ დატოვა ლენჯერი.

ალია

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ღმერთს ვთხოვ, ეს ბავში ცოცხალი მოიძებნოს. სრული უმოქმედობაა შსს ს მხრიდან.საერთაშორისო ძებნაში უნდა იყოს წესით

  2. SOS

    ტრეფიკინგი მოძველებული ტერმინია. Sos სატანისტებს ყავთ გაყვანილი, სატანისტებს… soS

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.