საერთოდ რაზეა ლაპარაკი, სააკაშვილმა წააგო ჰააგაში სასამართლო – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი მოქმედ ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოში წარუმატებლობას ედავება.

„მე ამ ხელისუფლების დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ არ მესმის საერთოდ რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა წააგო ჰააგაში სასამართლო. არასწორად შეტანილი სარჩელი მარცხით დასრულდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ჯერ კიდევ მაშინ, ბევრი წლის წინ, როდესაც სარჩელი შეიტანეს, ვსაუბრობდი ამის შესახებ. სამწუხაროდ მართალი აღვმოჩნდი.

ჰააგისგან განსხვავებით, სტრასბურგში სამართლებრივი დავა სწორი აქცენტებით და სწორი მიმართულებით დაიწყო 2008 წლიდან. არ მგონია ამ თვალსაზრისით მართლებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა. იმ საქმეს [ჰააგაში] ჯერ კიდევ აქვს გაცოცხლების შანსი. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ისეთი იუსტიციის მინისტრი ჰყავს, როგორიც არასდროს არ ჰყოლია, კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ამ საქმეში, ანუ საერთაშორისო სამართალწარმოებას რაც ეხება. გოჩა ლორთქიფანიძის მსგავსი დონის სპეციალისტი ხელისუფლების, ამ უწყების სათავეში არასოდეს არ გვყოლია. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში [ჰააგა] საქმე გაცოცხლდეს“

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

  •  
  •  

5 Comments

  1. ნიკოლოზი

    ჯერ ერთი ‘ბევრი წლის წინ. კი არა, ‘მრავალი წლის წინ’. ასევე, ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა იმდენი მაინც უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება საქმე მოიგო სტრასბურგში, მაგრამ არათუ ვერ მოიგო ჰააგაში, არც კი განიხილონ საკითხი. მითუმეტეს თუ ეს საკითხი რუსეთს ეხება. რატომ? წაიკითხეთ ჰააგის სასმართლოს შექმნის/დაარსების ისტორია!!!

  2. ანონიმური

    ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება!

  3. ანონიმური

    ყველას განსაკუთრებით ჩვენს ჯარისკაცებს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას !

  4. ანონიმური

    ხიდაშელი შენი ოჯახს დავაფსი თავზე და შენ კიდე მთელი ქოცბოზობა იძახდით ჯერ რა ნამუსით რომ ჩვენი ბრალი იყო ომი და სააკაშვილმა დაიწყო და ეხლა იძახით გავიმარჯვეთო.საზარელმა წრუწუნა წულუკიანმა და საერთოდაც ვინც ოცნებაში იყო არი და აპირებს შეეთესლოს ოცნებაში ოჯახები მოგიტყანთ იმიტომ რომ საზარელი გამყიდველები ხართ.

  5. ანონიმური

    თინიკოს მაინც ქოცურ-ბოზური ნარატივი გაზდევს, რა ქნას უყვარს ბიძინა..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.