“სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? ქართულ ბიზნესს ამ ფულიდან არაფერი მიუღია” – ვაშაძე პრემიერ გახარიას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოქმედ მთავრობას მყისიერი, გააზრებული და მიზნობირი ნაბიჯების გადაგმას ურჩევს. ამასთან, პრემიერ გახარიას არსებული რეალობის უკეთ აღქმისკენ მოუწოდებს.
„ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საშინელი დარტყმა მიიღო  გახარიასა და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად. ამ ფონზე კი, მთავრობაში მოკალათებულები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ნებისმიერ სფეროს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს და საშინელი მდგომარეობა შეუქმნეს. ისედაც ძლივს გამოძვრნენ მდგომარეობიდან, ძლივს მოიტანეს თავი დღმდე და  ერთ წუთში გადაუწყვიტეს ყველა იმედი. სესხები, მაღალი პროცენტები, დაკარგული ქონებები,სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა ათასობით ოჯახისთვის ყოველდღირობად იქცა . ქვეყანა სასოწარკვეთილებაშია, პრემიერ-მინისტრი კი გამოდის და ამაყობს: რა მაგარია, რომ მწვანე ქვეყანა ვართ!“ – აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხალხს მიხედოს!


„ბატონო გახარია, რისთვის გამოვიყენეთ ეს მწვანე ქვეყანა? ნუთუ მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების? თქვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ თქვენი. მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე, სადაც თქვენ გინდათ ღონისძიებები იქ ყველაფერი ტარდება, სადაც ხალხს სჭირდება იქ ყველაფერი აკრძალულია. თქვენ მხოლოდ ტრაბახს უნდებით წარსულის შესახებ. მაშინ, როცა თქვენ კრიზისის შემდგომ პერიოდში ტურიზმის განვითარების შანსებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ კრიზისამდე ჩაკალით საზღვრების დაკეტვითა და ფულზე ხელმისაწვდომობის მოსპობით. 5მლდ კრედიტი აიღო საქართველომ იმისთვის, რომ  ეკონომიკას მოხმარებოდა. სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? თუ გოჩა ენუქიძის სასტუმროებისთვის  სუფსიდირება მოხერხდა, სხვა სასტუმროებსა თუ სხვა ბიზნესებს ამ ფულიდან არაფერი მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც თქვენს პარტიას ფული შესწირა და 45 მილიონი ლარი მიიღო სანაცვლოდ. თქვენი ილუზია მწვანე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნების შესახებ ჩვენს ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და ვერც იმ 220 000 სამუშაო ადგილს დაუბრუნებს უკან, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა. ამ მწვანე სტატუსსაც ვერ შეინარჩუნებთ, თუ გაგექცათ კონტროლის არედან კორონას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში. ნუ ტრაბახობთ წარსულის გამო, აწმყოს მიხედეთ. თუ გინდათ გაიმეოროთ ის, რაც ისრაელში მოხდა? ის მწვანე ქვეყნიდან ყველაზე წითელ ქვეყნად გადაიქცა მსოფლიოში და ახლა უკვე დღეში 4000 ინფიცირებულთა შემთხვევას აფიქსირებს. შეწყვიტეთ ტყუილების თქმა და დაიწყეთ მოქმედება! იცოდეთ, რომ არ შეგრჩებათ ეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გაგანადგურებინებთ. ეს თავნებობა არ გაგივათ!“ – ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ გახარიას  გიორგი ვაშაძე.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ეს ჩემი ქვეყანაა

    უფრო მეტად მომაბეზრებელი გახდა პატარა ვაშაძე, ე.წ. იუსტიციის სახლების მამა, რომლის შვილობას ბევრი იჩემებს. რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული? რა დამსახურებისთვის უნდა გახდეს პრემიერი?

    1. ანონიმური

      iusticiis reports kvero

  2. ეს ჩემი ქვეყანაა

    უფრო მეტად მომაბეზრებელი გახდა პატარა ვაშაძე, ე.წ. იუსტიციის სახლების მამა, . რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული? რა დამსახურებისთვის უნდა გახდეს პრემიერი?

    1. ანონიმური

      gaxarias tvalebistxrismeti rank gaketebuli

      1. გარიკ

        გ ა ხ ა რ ი ა ს ვერავინ შეედრება,ასეთი პრემიერი დიდი ხანია საქართველოს არ ყოლია. წარმატებები და კვლავ პრემიერად -ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

  3. ანონიმური

    bidzinastan brat

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.