სად იყურება გახარია, რატომ დუმს ნათია თურნავა და როგორ დაუპირისპირდნენ ილია მეორეს?

გრემი…. კახეთის ყველაზე სისხლიანი, ტრაგიკული ისტორიის  მდუმარე ჭირისუფალი, მემატიანე ვინ იცის რამდენი შემოსევისა, დღესაც რომ ღვთის ანაბარა მიტოვებული, თალხმოხვეული დაჰყურებს ვერაგი შვილის მიერ მისთვის შემოგლეჯილ საკუთარ კალთებს და უძღების შეჩერებას კვლავაც რომ ლამობს….
თუკი კონსტანტინე მირზა, შაჰ აბასის დავალებით აწიოკებდა მშობლიურ კერას, კლავდა მამას, ძმას, საკუთარ რძალს ცოლობას სთხოვდა და კახეთის მეფობა დიდხანს ეწადა, უფალმა მას კახელების ხელითვე გამოუტანა განაჩენი და 1605 წლის 22 ოქტომბერს  გაქცეული, ცოფიანი  ძაღლივით ჩააკლეს ბელაქნის ველზე… ნუთუ ისტორია არაფერს ასწავლის ადამიანს?
ნუთუ სამშობლო მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ გადიდკაცებულმა ბოგანომ რაც სურს, ის სურვილი აისრულოს და არად ჩააგდოს არც ისტორია, არც ისტორიის გაკვეთილები, არც გარშემომყოფთა აზრი და საკუთარი ნაბადი იქ უნდა გაშალოს, სადაც მოეპრიანებაა?


ვინ გდია, ან რა სარგებელი მოუტანია თავისი სამშობლოსთვის საფრანგეთში ფულნაშოვნ ვინმე ნიკოლოზ თუშიშვილს, გრემის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარს რომ მიადგა და იქ საღრეოდ მარნისა და სასტუმროს აშენება განიზრახა?

როცა საქართველოს პატრიარქი მოგიწოდებს – შეჩერდე, ხელი აიღო განზრახვაზე და არ დალეწო, მრავალგზის დალეწილი საქართველოს ისტორია, როგორ უნდა გაბედო და წინ აღუდგე შენი ისტორიული სამშობლოს, მართლმადიდებლობის მეციხოვნის ამ შეგონებასა თუ მოწოდებას თუკი კონსტანტინე მირზასნაირი მოღალატე არ ხარ?
დიახ, როგორც კი ცნობილი გახდა საფრანგეთში მცხოვრები ნიკოლოზ თუშიშვილის ეს მუხანათური განზრახვა, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მოუწოდა მას, არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო მშენებლობა გრემის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაკვეთი მის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ!


ანდა როგორ მოხვდა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის მიმდებარე მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრება, არ უნდა გვაინტერესებდეს?
გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ანუ აქ მთავარი დამპყრობელი ჯერ საკრებულო, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სამინისტროა, რომელმაც ნება დართო ყვარლის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული ტერიტორია სარფიანად გაეყიდა!
ის, რომ კახეთს პატრონი არ ჰყავს და გუბერნატორიც უვარგისია, არაერთხელ დაიწერა „ალიაში“, მაგრამ სად იყურება გიორგი გახარია, როცა აღზევებული ბოგანოს თარეშს, მხოლოდ გრემის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაუპირისპირდა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კვლავაც დუმილის რეჟიმშია ამის შესახებ?


ანდა რა ხელი აქვს გრემთან ალავერდის მიტროპოლიტ დავითს, საფრანგეთში მილიონებ ნაშოვნ ნიკოლოზ თუშიშვილის გაუმაძღრობას რომ ლობირებს და ნეკრეს-ჰერეთის ეპარქიის წინამძღოლს მიტროპოლიტ სერგის რომ უპირისპირდება?


იქნებ დაავიწყდა, სოფელ ალავერდის მაცხოვრებლები როგორ მიუცვივდნენ ალავერდის ტაძართან და როგორ ეძახეს ფეოდალი, არამღვდელი და ვაჭრუკანა მამაო, რომელიც მხოლოდ მდიდრებს სწყალობს?
ამ რამდენიმე დღის წინ, პირადად გახლდით გრემში და რასაკვირველია იქაურ მოსახლეობასაც გავესაუბრე, რომლებიც აცხადებენ, რომ სისხლის ფასად დაიცავენ მთავარანგელოზის სალოცავს და არაფრის დიდებით არ ააშენებინებენ არაფერს არც თუშიშვილს და არც სხვას, ვისაც ფეხებზე ჰკიდია მათი სალოცავი! „დიდიან პატარიანად გამოვალთ, დავწვავთ და გავანადგურებთ აქ მოსულ ტექნიკას, იმ ლაწირაკ ბიჭსაც თავ-ყბას გავუნგრევთ და მერე გაბედოს ძახილი, „მიწა ჩემია და რასაც მინდა, იმას ავაშენებო!“
საქმე იმაშია, რომ „ის ლაწირაკი ბიჭი, ნიკოლოზ თუშიშვილის ვაჟია, რომელიც ნამდვილად გამომწვევად იქცევა და რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ლამისაა ყოველდღე  ცხვირწინ უფრიალებს საჯარო რეესტრის ამონაწერს თუ სასამართლო გადაწვეტილებას…


ჰო, ზუსტადაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ თუშიშვილებმა სასამართლო დავა მოიგეს ჯერ უფალთან, ხოლო შემდგომ ისტორიასთან და გრემის გულშემატკივრებთან!!!
მე ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ გადიდკაცებულ, ქონში მცურავ ვინმე ნიკოლოზ თუშიშვილს მხოლოდ დიდძალი ფული აგებინებს  სასამართლო პროცესებს, მაგრამ თავის დროზე ძეგლთა დაცვის სააგენტომაც რომ დართო ნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი ისტორიული სამარხები არ არსებობს, გამოკვლეულია იქაურობაო, ეგ როგორ გავიგოთ?!
როგორ, განა მთელი ეგ ტერიტორია უძველესი ნასახლარი არ არის და სწორედ გრემის მთავარანგელოზის კალთებზე არ ნახა დღის შუქი, ჩამარხულმა სამეფო უბნის ნაშთებმა?!
ამ რამდენიმე დღის სასამართლოს განჩინებით და არამხოლოდ სასამართლოს ნებართვით გაყოყლოჩინებულმა, მილიონერის შვილმა მიაყენა მძიმე ტექნიკა და კონსტანტინე მირზასავით ჩასცხო გრემის კალთებს მახვილი, რომლის ბიძგებმაც მთავარანგელოზის ტაძარში, ბათქაშის ჩამოცვენა გამოიწვია და მღვდლებმა ამის შესახებ ხმამაღლა დაიჩივლეს… 


“სირცხვილი იმ გუთნისდედას, მამა-პაპის საფლავს ხნავდეს”… იცანით ფოტოზე გამოსახული ძეგლი? დიახ, ეს კვლავ ჩვენი საამაყო, გრემის მთავარანგელოზთა სატაძრო კომპლექსია, ოღონდ ძაძებით მოსილი… შემოღობილია მასზე აღმოსავლეთიდან მისადგომი მხარე: კერძო პირმა მეღვინეობა-სავაჭრო-კომერციული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ერთდროულად დარღვეულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლი. ვიზუალურ მხარეს თავიც რომ დავანებოთ (ოდესმე, შთამომავლები ხომ დაანგრევენ ამ ხორცმეტს და ტაძარი თვალწარმტაც იერს დაიბრუნებსო), მშენებლობის ნებართვა გაცემულია ზედ გასულ საუკუნეში დიდი ძალისხმევით, არქეოლოგიური გათხრებით, მთელი ქართველი საზოგადოებრიობის სასიხარულოდ გამოვლენილი “სამეფო უბნის” შემადგენელი, მრავალგზის გამოქვეყნებული ძეგლების შემცველ ფართობზე. ორიოდე თვის წინ, ჩემ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სასამართლომ ზედ სატაძრო კომპლექსთან მიმდინარე ეს სამუშაო და მასზე გაცემული ნებართვა უკანონოდ ცნო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება გაამართლა და მშენებლობა ფართო ფრონტით განახლდა.


უფრო მეტიც: ქართული ხუროთმოძღვრების ღირშესანიშნავი ძეგლების უხვად შემცველი, რეაბილიტაციამდე დროებით შენახული ქალაქ გრემის სამეფო უბნის მთელი ტერიტორიაც უკვე გასხვისებულია კერძო პირებზე, უახლოეს ხანებში კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ანუ, ცოტა ხანში ეს უბანი, მე-16 საუკუნის, უცხოელი ელჩების მიერ აღწერილი სასახლე-შადრევნების, “აკადემიის” შენობის, ობსერვატორიის და სხვა უნიკალური ძეგლების ნაშთებით, მალე აღარ იარსებებს. სადღაც-სადღაც, ახალ არქეოლოგიურ სამუშაოებს ვუფინანსებთ გარკვეულ მეცნიერებს საბიუჯეტო თანხებითო… როგორ დავიჯეროთ სერიოზული სახელმწიფო ინტერესი ასეთი კვლევების მიმართ, როდესაც 60 წლის წინ აღმოჩენილი სწორუპოვარი ძეგლების განადგურებას უწყობენ ხელს ჩვენ თვალწინ… ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?
სანამ გვიან არ არის, ქართველი საზოგადოებრიობა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ: ქართული ეროვნული სიწმინდე და სიამაყე, გრემის მთავარანგელოზთა სწორუპოვარი კომპლექსი ამ დანაშაულებრივად მიშენებული ხორცმეტით არ უნდა შეიბღალოს, ხოლო არქეოლოგიურად უკვე გამოვლენილ ნაქალაქარ გრემის მთელ ამ უბანს, საჩქაროდ უნდა დაუბრუნდეს სამუზეუმო-საგანმანათლებლო ფუნქცია!~ – ამბობს პროფესორი ნოდარ ბახტაძე.
ბატონი ნოდარ ბახტაძის საჩივრისა და გრემის მოსახლეობის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე სამშენებლო ამაოხრებელი სამუშაოები შეჩერებულია, მაგრამ ეს სრულებითაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას და გრემის  მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი ხდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ფულნაშოვნი არაკაცების მიერ საქართველოში  კულტურის ძეგლების აოხრება!!!

ირინე გოგოსაშვილი, ალია №30

  •  
  •  

12 Comments

  1. ირინასთვის ვწერ!

    ეგ თუშიშვილი არის დედოფლისწყაროდან, (სხვათაშორის თამაზაშვილის ცოლის სოფლელია) მამამისი იყო დიდი სახელმწიფო მარნის დირექტორი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ხდებოდა ედიკას დროს, დაისაკუთრა ქარხანა, სადაც მიდის მთელი სამი სოფლის და შირაქი-დილიჩის ყურძენი. ამბობენ, რომ იქედან გადის საფრანგეთში ღვინო. ასე, რომ ეს საქართველოს ფული მგონია და არა საფრანგეთის.

  2. ირაკლი

    დაუშვებელია წმინდა მთავარანგელოზების ტაძრის მიმდენარე ტერიტორია ვინმეს ეკუთვნოდეს, საკონსტიტუციო შეთსნხმების მიხედვით, ტაძრების და ეკლესია მონასტრების მიმდებარე ტერიტორიები, გარკვეული რადიუსითთ ავტომატურად არის ეკლესიის საკუთრება! დაიცავით კანონი! მხარდსჭერს მეუფე სერგის!საზოგადოება უნდა დაირაზმოს ამ ღვთისმგმობელი ხალხის წინააღმდეგ! უფალი მეფობს! გვჯერა მთავრობა სწორად შეაფასებს მოვლენებს და მხარს მისცემს საღმრთო დიდებას!

    1. ანონიმური

      ყველაფერს კადრულობს უკვე ადამიანი,ნუთუ უფლის შიში ცოტათი მაინც არ გააჩნია?არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა ამ სისასტიკის განხორციელება თორემ ღვთის რისხვას ვერ ავცდებით.

      1. ანონიმური

        ისედაც ცოდვიანები არიან და იცის იქაურმა ხალხმა……………

  3. ანონიმური

    ჩაქოლეთ ეგ ნაძირლები. მოღალატეები.ღვთის არ ეშინიათ.მაინც ვერ გაიხარებენ ეკლესიის ძირში ამ საქმის წამომწყები და ხელის შემწყობნი. ხელისუფლება მარტო გამდიდრებაზე ფიქრობს.ესღარიბაშვილის ცოლი ნათესავები ამვიდა ყელში. მთელი ბიზნესები მაგათ ხელშია და წილები საითაც მიდის გასაგებია. ამიტომ აღზევდნენ ზოგიერთი ბოგანოები.

  4. ანონიმური

    bidzostan sheatanxmes I’m satanastan

  5. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

    ზუსტად ეკლესიიდან უნდა დაიწყოს განწმენდა, ეს ეშმაკის მსახურები(ზოგიერთები) ესნი, რომლებიც “ვერც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენ სასუფეველში”.ამის პირდაპირი ასახვაა, რაც დღეს ტრაგედიები ტრიალებს საქართველოში…. მაგრამ ეხლა კიდევ, ამ “ჭეშმარიტებას” შევხედოთ ეკლესიის მხრიდან. საქართველოში არც თუ დიდი ხნის წინ, 400წლის უკან დაკარგული ღვთისმშობლის თმა,იტალიიდან ჩამოაბრძანეს ზუგდიდში და იქ ღვთისმშობლის კვართთან დააბრძანეს. თუ გაგიგიათ ეკლესის მხრიდან მაინც ამ ამბის გახმაურება?, რატომ?…აქაა უფალი საქართველოში–მცხეთაში, მაგრამ ერთი მუჭა ადამიანების გარდა, ვინ აპარტყუნებს ყურებს!. საპატრიარქო კვლავ დუმს უარგუმენტოდ, იმ საკითხზეც რომ ბიბლია ქართველების დაწერილია!. თან ამ ნაშრომების შესახებ იციან, წიგნიც უკვე დაბეჭდილია, რომლსაც ქვია –მ ე ო რ ე თ მ ო ს ვ ლ ა(ს ა ი დ უ მ ლ ო ს ა შ ი ნ ე ლ ი)–გაყიდვაში გამოვა სექტემბერში) და რატომ?, არაა დრო მოსული?,არ უნდა აღსდგეს ლაზარე–თუ არ გასულა 4000წელი?… (მტრის ჯინაზე, ნახეთ ეს ვიდეოები მაინც!,რუსები,სომხები და …ყველაფერს რომ “იბრალებენ”…თითქოს კაცობრიობის ცივილიზაცია მაგათგან იწყება…ა.შ…)
    https://www.youtube.com/channel/UCNpMnuXpuuuOopCjMKD-NsQ/videos წიგნში მოცულობით, სინბოლურად ვამბობ, 1000ჯერ მეტი ინფოა, ვიდრე ამ რუსულენოვან ან ქართულენოვან ფილმებშია.
    (სხვათაშორის ამ წიგნის რუსულ ვარიანტს, რუსულენოვანი მოაზროვნე საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება; რუსეთშიც და უცხოეთშიც !!!). ამ წიგნიდან მთელი მსოფლიო გაიგებს, ვინ არის სატანა!!!—გესმით!,რაზეა საუბარი!, ეს ხომ ჯერ არავის გაუშიფრია?…ახსნილია 2 ბეჭედი– 7-დან. მესამე ბეჭედიდან –მეექვსეს ჩათვლით (ზუსტად არავინ არ იცის) ადამიანს მესამე თვალი ეხსნება!!!—რამხელა იარაღია, თუ ხვდებით!!!… გამოიწერეთ და დაალაიქედ, ეს არხი არ არის შექმნილი ბიზნესისთვის!, ის შექმნილია ჭესმარიტებისთვის და ეროვნული საქმისთვის!!!!!!….. P.S.ყველგან “ეშმაკი” როგორ უნდა ბინადრობდეს?. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ეს ასეა და თუ მართლა უფლისკენ ჭეშმარიტად არ შევბრუდებით, ეკლესიიდან (60-70% ?)დაწყებული… მაშინ განსაცდელები ალბათ კიდევ… PP.S. რა პროცესებიც ეხლა მიმდინარეობს მსოფლიოში, ამერიკიდან დაწყებული…ემსახურება კაცობრიობის განწმენდას. ნათელმა ძალებმა შავბნელ სატანურ ძალებზე უნდა გაიმარჯვოს და პირველ რიგში სულიერება უნდა დაბრუნდეს (მერწყულის ერაში ასეა “გაწერილი” და ბიბლიაც ამას გვეუბნება…)… ფინანსური კეთილდღეობა და უკანა რიგებში გადადის…
    (ხალხის გამოღვიძების ნათელი მაგალითი დღესაც გამოჩნდება გერმანიაში, სადაც მანიფესტაციაზე მინიმუმ
    5 000 000 ადამიანი გამოვა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. იქ ჩასულია და საპატიო სიტყვით, დ.ტრამპის მხარდამჭერი, რობერტ კენედი უმცროსი გამოდის—ევროპის ბედი გერმანიაში წყდება!!!)

    1. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

      SOS.როგორც გითხარით ადრე, ბრძოლა ნათელსა და ბნელ ძალებს შორის, დედამიწის ფარგლებსაც ცილდება მეთქი!. ნახეთ მფრინავი თეფშების ბრძოლა კოსმოსში, ყაზახეთის თავზე და მიუხედავათ მათი იდენტურობისა, ასეთი კადრები უკვე ძალიან მომრავლდა(ოფიციალურიც და არაოფიციალურიც)!. დ.ტრამპიც დაპირდა ამერიკელებს, როზველის საიდუმლოების ნაწილობრივ გახმაურებას… https://www.youtube.com/watch?v=-YAhyvSffpk

  6. ანონიმური

    მაგ კაცს რას ერჩით?ვინც ამ ყველაფრის უფლება მისცა იმას მოეთხოვება.

    1. ანონიმური

      უფლება მაგ კაცს ფულმა მისცა! როცა უკანონობაში იხდი, დამნაშავე ხარ! ამ შემთხვევაში დამნაშავეა ქვეყნის, ხალხის, ისტორიის წინაშე. —-შენი გონებრივი შესაძლებობა განხილვას არ ექვემდებარება!!!

  7. ანონიმური

    კანონით ვერ გახდით ვერაფერს და ეხლა გადახვედით ფსიქოლოგიურ შეტევაზე, რელიგიას კიდევ ნუ იყენებთ ხალხის გულის მოსაგებად. ბახტაძე არის მთლიანად მოსყიდული ნაგავი, ალბათ, მეუფე სერგის და მაგის გარემოცვას უნდა მაგ ტერიტორიის ხელში ჩაგდება, თავისი შენობებით ვერ გაძღა ეკლესიის გვერდით რომ აქვს აშენებული. ერთი ამბავი აუწიეს თუშიშვილს, უფასოდ უნდოდათ ტერიტორია და სხვამ რომ შეიძინა კანონიერად და უბრალოდ პატარა მარანს აშენებს, გამოხტნენ ვითომ ქვეყანაზე და ისტორიაზე შეყვარებულები. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, გრემში ბევრი მომხრე ჰყავს თუშიშვილს და ნუ იგონებთ სიცრუეებს. არც ეკლესია ინგრევა და არც სხვა რამ ზიანდება! არ შეხვიდეთ ხალხო შეცდომაში, არ დაუჯეროთ ამათ ნაბოდვარს!

  8. მირიან

    ამ კაცს არ ვიცნობ, მაგრავ ვიცი ბობოლა მამაოების მადა-გამოაგდებენ და თვითონ აითვისებენ, შეიძლება გრემიც მიაყოლონ თან!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.