სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნარცისიზმმა, საკუთარი შეცდომების არაღიარებამ… – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მთელი შობაა აშშ-ის მაგალითზე ვხედავთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოპულიზმმა, უსაზღვრო ნარცისიზმმა, საკუთარი შეცდომების, სისუსტეების, წარუმატებლობის არაღიარებამ, უკომპრომისობამ, საზოგადოების გამაერთიანებელი პრინციპებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრამ, ხალხის დაყოფამ!

შესანიშნავად შენიშნა გერმანიის სოციალ-დემოკრატმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა: “დიახ, დემოკრატია არსებობს წინააღმდეგობებთან, კონფლიქტებთან ერთად, მომდინარეობს მათგან. მაგრამ ის იღუპება, როდესაც დაუნდობელი ძალადობა ხმას ართმევს, აჩუმებს სხვას; როდესაც ცხადი სიძულვილი გადალახავს ურთიერთპატივისცემისა და წესიერების საზღვრებს.”

უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ კითხვას – რატომ დგანან ადამიანები ზიზღისა და დაყოფის მხარეს? რა უბიძგებთ მათ ურთიერთპატივისცემისა და წესიერების საზღვრების გადალახვისკენ?

მხოლოდ ტრამპი თუ სოციალური უსამართლობა, სიღარიბე, უშანსო ცხოვრება, სტრუქტურული რასიზმი, თვითდესტრუქციული ყოველდღიურობა?”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ეეეჰ სამწუხაროდ მოჭიკჭიკე მერცხლები კრიტიკულ უმცირესობაში არიან დღეს გაზაფხული არ ჩანს…. მენტალურად ბირთვულ ზამთარს ქმნიან აგრესიულიები…

  2. ანონიმური

    შენ თვითონ ლევან?შენი საუბარი შორიდან მოგისმენია?რა დაჭიმული ზამბარა ხარ და როგორ აგდებით და ცინიზმით ლაპარაკობ სხვებზე?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.