საგანგაშოდ მიგვაჩნია ევროპარლამენტარების ანგარიში სახელმწიფო მიტაცებასა და ანტიკორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით – თეონა აქუბარდია

“სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია საგანგაშოს და შემაშფოთებელს უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონის უზენაესობის ნაწილს. მისივე თქმით, რეზოლუციაპირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს მიტაცებასა და კორუფციას, მოსამართლეების ბოლოდროინდელი დანიშვნების შეუსაბამობას  საერთაშორისო რეკომენდაციებსა და სტანდარტებთან, საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებზე და აშ.

„საგანგაშოდ მიგვაჩნია ევროპარლამენტარების ანგარიში სახელმწიფო მიტაცებასა და ანტიკორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით.  ასოცირების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგაც კი მთავრობამ ვერ მოახერხა მისი განხორციელება, როგორც ამას ასოცირების ხელშკრულება ითხოვს. ეს არის სწორედ მთავრობის პოლიტიკის პრობლემა, სწორედ ამის შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკის  ნეგატიური ფონი. სწორედ ამიტომ არ იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში. მთავრობა არ იყენებს ამ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ა ევროკაშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გააჩნია – არ ავითარებს ეკონომიკას და არ ქმნის სამუშოა ადგილებს,“ – მიაჩნია აქუბარდიას და ქვეყანაში არსებულ არასათანადო სარჩევნო გარემოზეც მიანიშნებს, რომელსაც ევროპარლამენტის რეზოლუციაც ადასტურებს.

„რეზოლუცია პირდაპირ აღიარებს, რომ ქვეყანაში არარის სათანადო  საარჩევნო გარემო, კერძოდ, საარჩევნო პროცესში გამოყენებულია  ადმინისტრაციული რესურსი, ფიქსირდება ხმებისყიდვა, ამომრჩევლის  დაშინება და თავისუფლად ხმის მიცემის შეზღუდვა განსაკუთრებით საჯარო მოხელეების მიმართ, ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომი და ა.შ. ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა,“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.