“სააკაშვილს ოსური კლანი ლიკვიდაციით ემუქრება, მისთვის უსაფრთხო ადგილი მატროსოვის ციხეა”

“ალიას” ესაუბრება, იურისტი, ყოფილი ადვოკატი, თინათინ ტომარაძე:

-ამასწინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, რომ ჩემი 9 წლიანი მმართველობისას საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდაო და შემდეგ დემაგოგიურად მიაყოლა, რომ თითქოს 4 გზის ზრდა აისახა საქართველოს ყველა ოჯახში. ეს არის სიცრუე. თუ სიღარიბის დაძლევა ხდებოდა, მაშინ რატომ იზრდებოდა უფასო სასადილოების რიცხვი, სადაც ადამიანებს მაკარონის სუპებით უმასპინძლდებოდნენ და ამასაც ამადლიდნენ. საქართველოში რატომ გაიზარდა 8 მილიარდამდე საგარეო ვალი, თუ ეკონომიკური აღმავლობა იყო? რატომ შემოიღო 2006 წელს მან შრომის დისკრიმინაციული კოდექსი? ეკონომიკური აღმავლობის დროს არცერთ ქვეყანაში არ მიუღიათ მშრომელთა დისკრიმინაციული კოდექსი. მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერ მინისტრი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახლდათ. დღეს ეს ქალბატონი ხალხზე მზრუნველად რომ გვევლინება. ნურავის ნუ დაავიწყდება ისიც, რომ ნინო ბურჯანაძემ არ დაუშვა ევროპის სოციალური ქარტიის შესწორებული ვარიანტის სრული რატიფიცირება. მათ შორის იმ მუხლებსა და პუნქტებზე, რომელიც უკავშირდება მშობიარე ქალების დეკრეტებს, ფულად შემწეობებს და ა.შ.

 ამას წინათ სააკაშვილმა მორიგი ექსცესი მოაწყო კიევში. მას თვითნებურად უნდოდა კიევში ჩასულ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრა, მაგრამ იქ, სადაც პომპეო ხვდებოდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, სააკაშვილი მათთან დაცვამ არ გაატარა.

როგორც ჩანს, სააკაშვილი პოლიტიკური ჩამოწერის კანდიდატია. ტყუილად ხომ არ განაცხადა გიორგი გაბუნიამ, რომ სააკაშვილს ერთპიროვნულ მმართველად ქვეყანაში მეორედ არავინ მოუშვებსო. გაბუნია იმპერიალიზმის ცრუ პროპაგანდისტია და მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, როგორც კი სააკაშვილს პოლიტიკურად ჩამოწერენ, მისი თაყვანისმცემლები, ანუ ამომრჩევლები შეუნარჩუნოს იმპერიალიზმის გავლენის აგენტურას. ნაცმოძრაობას კი ეს იმისთვის უნდა, რომ ყველაფერი გადააბრალონ ერთ მიშას. გიგა ბოკერიამ ხომ განაცხადა, ისეთ ბრალდებებს მიყენებენ, თითქოს სააკაშვილი კი არა, მე ვიყავი პრეზიდენტიო. ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, თავიანთი დანაშაული გადაებრალებინათ ერთი ხელისუფალისთვის და აქაც იგივე ტრიუკი შეიძლება გათამაშდეს. ნურავის დაავიწყდება, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ოსურმა კლანმა 2008 წელს თავის მოსისხლე მტრად რომ გამოაცხადა. თუკი დროებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გვერდზე გაიხედა სააკაშვილთან მიმართებაში, ამას რომელიღაცა ოსური კლანი თავის თავზე აიღებს. ახლა დედამიწის ზურგზე სააკაშვილისთვის ყველაზე უსაფრთხო არის საქართველოს ციხე, სადაც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე, ოცნების რეჟიმი უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის 100%-იან უსაფრთხოებას. მას ევროპიდან და აზიიდან არ მოაკლებენ ციხეში ძვირადღირებულ მეძავებს, აბა, როენა „მამიდის“ კანტორის უბედურებს კი არ აკადრებენ. მიშა, წესით, უნდა მორბოდეს თბილისში, მატროსოვზე. აი, მაშინ ნახეთ ბიძინას და მისი ხელის ბიჭების შელახული შარვლები. მაგათ მართლა ეშინიათ სააკაშვილის ციხეში ყოფნის. იმიტომ, რომ „ოცნების“ რეჟიმმა დაიწყო 4 „კლიენტის“ მომსახურება ერთდროულად: ამერიკის, ევროპის, რუსეთისა და ჩინეთის. შიგადაშიგ თურქეთსაც ემსახურებიან. ბოლომდე კმაყოფილი მათ არცერთი კლიენტი არ ეყოლებათ. „ოცნებას“ იმის ეშინია, ციხეში შესული სააკაშვილი გარეთ თეთრ რაშზე ამხედრებული ტრიუმფით არ გამოვიდეს. ისე, სააკაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, ნიკარაგუის პრეზიდენტს სომოსასაც ეგონა, რომ პარაგვაის სამხედრო ფაშისტური რეჟიმის მიერ კარგად იყო დაცული, მაგრამ საკუთარ მანქანაში ააფეთქეს არგენტინელმა პარტიზანებმა. სომოსამ ვერტმფრენიდან დახვრიტა ხალხი. გაიხსენეთ, სააკაშვილი გრეჩიხას ვერტმფრენიდან დაემუქრა, როცა 2008-ში არჩევნები დანიშნა. ასე რომ, მიშამ ახლა ჰერი-ჰერი თბილისისკენ უნდა ქნას, თორემ ოსური კლანები კბილებს ილესავენ. ბორის ბერეზოვსკისაც ეგონა, დიდ ბრიტანეთში ვარ და აქ ვინ მომწვდებაო, მაგრამ მიწვდნენ. ივანიშვილი ჯერჯერობით იმპერიალიზმს აწყობს. „ქოცების“ გადარეცხვა რომ უნდოდეთ პოლიტიკური მაგიდიდან, მაშინ დასავლეთი იზრუნებდა იმაზე, რომ შეექმნა პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქოცებით უკმაყოფილო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შემოიკრებდა ამ პოლიტიკური ცენტრის გარშემო, მაგალითად, როგორც მოლდავეთში მილიარდელ დეპუტატ ვლადიმერ პლახოტნიუკის წინააღმდეგ შექმნეს პროდასავლური და პრორუსული ძალებისგან დროებითი გაერთიანება. ბიძინა ივანიშვილსაც პლახოტნიუკივით გააქცევდნენ, ეს რომ უნდოდეთ. ჯერჯერობით ასეთი არაფერი ხდება. ასე რომ, ძალიან ნუ შეეშინდებათ წვრილფეხა ქოცუნიებს. საკითხი მხოლოდ იმაზეა, თუ რა დოზით მიუშვებენ ქოცებს ხელისუფლებაში. აი, ამიტომ ემათხოვრება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის პირით, რომ მოგვეცით პარლამენტში ადგილების 60%-იო, ანუ 90 დეპუტატის  მანდატს ითხოვენ 150-დან და ამის სანაცვლოდ მზად არიან, 15 ადგილი აჩუქონ სააკაშვილის ნაცმოძრაობას, ხოლო სხვებს, რომლებიც კიდევ უფრო „ჭკვიანად“ მოიქცევიან, დანარჩენ 45 მანდატში წილები გაუჩინონ.. არ არის ეს გასაოცარი დემოკრატია? ნამდვილად არის!

მართალია, პრორუსი ბურჯანაძე და პროდასავლელი გიგა ბოკერია ერთად სხედან დღეს მაგიდასთან და 32 კბილს უჩვენებენ ერთმანეთს, მაგრამ ჯერ პროდასავლური და პრორუსული ძალები ბიძინა ივანიშვილს არ უპირებენ გაკულაკებას. ამის სიგნალი არა აქვს მიღებული თავისი ბატონებისგან.

ნანა სულავა

ალია №5

  •  
  •  

4 Comments

  1. ნიკა

    ოსური კლანი?? ტრიადაა??

  2. ანონიმური

    ელოდება მიშას მატროსოვი

  3. ანონიმური

    ვერავინ ვერ იტანს სააკაშვილს და არც მიკვირს

  4. ნაცს გოუყარ სოკუარში

    ოსური და კიდევ სომხური!!! ვერ მოასწრო ამ დამპალმა სამცხე-ჯავახეთის გადაცემა!!! ეხლა ემუქრებიან სადაც დავიჭერთ გასიებულ დუნდულებს სევანის ტბის პირას აუთამაშებთო-))))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.