სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლების და კულტურის მინისტრმა არაიკარუთიუნიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა მინისტრი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის.

მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ.

  •  
  •  

5 Comments

  1. არტურ

    რა დამსახურებისთვის მისცეს?

  2. ანონიმური

    ძვირფასო არტურ სომხებმა იციან თავისიანის დაფასება.

    1. არტურ

      მართალი ხართ

  3. ანონიმური

    ვაა რა ლოგიკა გაქვთ,ქვას გახეთქავს.თავიასიანი იყო და დააფასეს და მერე თავისიანი აღარ იყო?იქნებ ახლა აზერბაიჯანელობა დააბრალოთ მიშას.

  4. ანონიმური

    ჭორაობთ რა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.