სააკაშვილის მამამ თბილისში კლინიკა გახსნა

მიხეილ სააკაშვილის მამამ სამედიცინო ბიზნესი წამოიწყო. ამ მიზნით, ნიკოლოზ სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ დააფუძნა კლინიკა სახელწოდებით – „ნიკოლოზ სააკაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი გასტრომედი“. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საკონტროლო პაკეტს (51%) თავად ნიკოლოზ სააკაშვილი ფლობს, 49%-იანი წილის მფლობელი კი ნევროპათოლოგი ნანა ჯაკობია გახლავთ. 

კლინიკა თბილისში, საბურთალოს რაიონში განთავსდა.  

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.