“რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საქართველო უკან იხევს” – 6 კონგრესმენის წერილი

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოსთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი გაუგზავნეს:

„მადლობას გიხდით თქვენი წინამძღოლობისა და ურყევი სახელმწიფოებრივი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და კორუფციის ფაქტების გამო.

როგორც იცით, მას შემდეგ რაც საქართველომ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა , ქვეყანამ დიდი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის განვითარებისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა უზრუნველეყო უდიდესი ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან, გაეღრმავებინა თავდაცვითი ურთიერთობები და ჩამოეყალიბებინა თავისუფალი, სამართიანი საარჩევნო გარემო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისმა პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყანა უკან იხევს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახდინოს კერძო სექტორში სიტუაციის გაუარესების მონიტორინგი, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ამერიკულ კომპანიებზე, აგრეთვე უნდა მოხდეს მონიტორინგი საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, რათა ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი.” – აღნიშნავენ კონგრესმენები, რომლებიც სახელმწიფო მდივანს სთხოვენ აღნიშნული საკითხები გაითვალისინოს პრემიერ გახარიასთან შეხვედრის დროს.

“ძალიან გთხოვთ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან , განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს გაითვალისწინოთ ჩვენი შეშფოთებები კონკრეტულ საკითხებზე:

1) საქართველოს დღევანდელი მთავრობას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, ზემოქმედებს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნიდან გააძევოს ის ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე უდიდესი წვლილი შეაქვთ ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში. ეს ყოველივე კი ხორციელდება რუსული, ჩინური და ირანული კერძო ბიზნეს სექტორიდან მომდინარე ინვესტიციების სასარგებლოდ.

2) საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, კერძოდ:

ა) ამერიკული კომპანიების გაძევება გამიზნულად მოხდა შავი ზღვის პორტიდან, რის მიზანსაც საქართველოს რუსული და ჩინური გავლენებისგან იზოლირება წარმოადგენდა.

ბ) ამერიკული სანქციების არასრულფასოვნად გატარება რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, განსაკთრებით პორტთან დაკავშირებულ საქმიანობებთან და კერძო სექტორის ინვესტიციებთან მიმართებით.

3) აგრეთვე უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროულ ყურადღებას საკითხისადმი და გთხოვთ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ჩვენთან ერთად განიხილოდ ის ქმედებები, რომლებიც მომავალში იქნება მიღებული საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად.“

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები:

მარკუეინ მალინი,

ჯოდი არინგტონი,

ბილ ფლორესი,

უილ ჰარდი,

ბრაიან ბაბინი და

რენდი უებერი.

დოკუმენტი 27 ივლისით თარიღდება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ტრაკში გაიკეთეთ ეგთქვენიო წერილები

  2. ანონიმური

    რამდენი გადაუხადეს ნეტა ეს რომ ელაპარაკათ ამ კონგრესმენებს ?

  3. ვანო

    სურენას დროს ხმის ამოღების ეშინოდა ხალხს ქუჩასი ხვრეტავდნენ ადამიანებს ნაში სადიყვენ კონგრესმენები

  4. Giorgi

    სისხლიანი 9 წელი არ დაავიწყდება საქართველოს

    1. ანონიმური

      დღევანდელი ყოფას დაივიწყებს ხალხი გონიათ? რამ დაგაჩმორათ ასე. 19 საუკუნეში ხართ დაბრუნებული განა ეს ცხოვრება მოსაწონია? მიკვირს ძალიან. დაანებეთ თავი წარსულს და მომავლისთვის იფიქრეთ. სამარცხვინო და საშინელ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება ადამიანების 80 პროცენტს. კრიმინალი? ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.