რუსთავში გაზის გამათბობელი აფეთქდა – დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მოიწამლა 29 წლის ქალი და მისი ორ მცირეწლოვანი შვილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

დაშავებულები კლინიკა „რუსთავში“ არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.