რუსეთში სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა აიკრძალა – “საფლავზე არგასვლა არაა ცოდვა”

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღდგომის კვირას იკრძალება საფლავებზე გასვლა, მისაღებია.

ამის შესახებ მოსკოვის ეპარქიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რია“ ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, რუსეთის დედაქალაქში სასაფალაოები იქნება ღია მხოლოდ იმათთვის, ვინც იმ დღეს მართავს დაკრძალვის ცერემონიას.

ლეგოიდა აღნიშნავს, რომ საფლავებზე გასვლის პრაქტიკა არა ეკლესიური ტრადიციაა, არამედ საბჭოთა კავშირის დროს დამყარებული წესი.

„აღდგომა – ბედნიერების დროა და არა გარდაცვლილებზე დარდის. აქედან გამომდინარე, აღდგომის კვირას საფლავებზე გასვლის აკრძალვა არ არის ცოდვა და არც გარდაცვლილების ღალატი“, – აღნიშნავს რუსული ეკლესიის წარმომადგენელი.

10 აპრილს, რუსეთის საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, რომ ვნების კვირას და აღდგომის ღამეს სახლებში ილოცონ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.