“რუ­სე­თიდან გა­ვაძ­ე­ვოთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე” – ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი

17 იან­ვარს გერ­მა­ნი­ი­დან მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, შე­რე­მე­ტი­ე­ვოს აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. ნა­ვალ­ნი მო­წამ­ვლის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და.

ნა­ვალ­ნის და­კა­ვე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე და და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ამ­ბავს ქარ­თვე­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გა­ნაც ის მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

2008-2010 წლებ­ში, ნა­ვალ­ნი თა­ვის პო­პუ­ლა­რულ Livejournal-ის ბლოგს იყე­ნებ­და, რათა ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნა, რო­მელ­თაც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი­დან მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის გა­საფ­ლან­გად იყე­ნებ­დნენ. ის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, “ედინ­ნა­ია რა­სი­ას” “კრი­მი­ნა­ლე­ბის და ქურ­დე­ბის პარ­ტიას” უწოდებდა.

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი ნა­თელს ჰფენ­დნენ მმარ­თვე­ლი ელი­ტის კო­რუფ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას, ოფ­შო­რულ აქ­ტი­ვებს, კრი­მი­ნა­ლურ კავ­ში­რებს და ა.შ. პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის წევ­რებს, რო­გო­რიც იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი, დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი და რე­ჟი­მის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, რე­პუ­ტა­ცია შე­ე­ლა­ხათ – მათი ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­სუს­ტდა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დის გა­მო­ძი­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც “იუ­თუბ­ზე” თავ­სდე­ბო­და. მათ შო­რის, 2017 წელს ერთ-ერთი გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სა­სახ­ლე­ე­ბის, ქო­ნე­ბი­სა და იახ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბამ ინ­ტერ­ნეტ­ში 35 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა მო­აგ­რო­ვა და საქ­ვეყ­ნო მას­შტა­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მე­ო­რე მი­ზე­ზი, თუ რა­ტო­მაა ნა­ვალ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არის მისი უნა­რი, შე­ა­კავ­ში­როს ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბი და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტი­ვიზ­მი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ბე­რა­ლურ „იაბ­ლო­კოს“ პარ­ტი­ა­ში და­ი­წყო, ნა­ვალ­ნის ბევ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამს. 2007 წელს ის პირ­ვე­ლი იყო, ვინც ლი­ბე­რა­ლე­ბი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის­გან პრო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა სცა­და.

მე­სა­მე მი­ზე­ზი ისაა, რომ მან კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა რუ­სე­თის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის ფარ­თოდ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ნა­ვალ­ნიმ ხალ­ხს 2011 წლის დე­კემ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის ისე­თი სტრა­ტე­გია შეს­თა­ვა­ზა, რო­ო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის შე­მო­ხაზ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, “კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და ქურ­დე­ბის პარ­ტი­ის” გარ­და. შე­დე­გად, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სად­მი ხმე­ბის შემ­ცი­რე­ბამ რუ­სე­თი მა­სი­ურ სა­არ­ჩევ­ნო გა­ყალ­ბე­ბამ­დე და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

პი­რა­დად ნა­ვალ­ნის ელექ­ტო­რა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი 2013 წელს გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მან მოს­კო­ვის მე­რო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შე­ფერ­ხე­ბი­სა, მან ხმე­ბის 27% და­აგ­რო­ვა. პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე მის ამ­ბი­ცი­ებს ხელი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ­მა დევ­ნამ შე­უ­შა­ლა.

თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა აქ­ტი­ვის­ტე­ბის ქსე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ხელი შე­ე­წყო სტრა­ტე­გი­ის­თვის – “ჭკვი­ა­ნი ხმის მი­ცე­მა”, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­და, ისე­თი კან­დი­და­ტე­ბის­თვის და­ე­ჭი­რათ მხა­რი, ვი­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი შან­სი ჰქონ­დათ. ამ სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბა 2019 წლის რე­გი­ო­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში, ხა­ბა­როვ­სკში გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ან­ტიკ­რემ­ლუ­რი პრო­ტეს­ტის კე­რას წარ­მო­ად­გენს.

უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ა­ში ნა­ვალ­ნის უდა­ვო ლი­დე­რო­ბა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერ­თგვა­რი ნი­შა­ნი გახ­და. მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის რე­ჟი­მის შე­უც­ვლე­ლი ლი­დე­რი პუ­ტი­ნია, ნა­ვალ­ნი ოპო­ზი­ცი­ის შე­უც­ვლელ ლი­დე­რად მო­ი­აზ­რე­ბა.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თუ ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ნა­ვალ­ნის მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ეს ნიშ­ნავს, რომ ის სხვა, ახალ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას აშე­ნებს, რო­მელ­შიც სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ოპო­ზი­ცია აღა­რაა სა­ჭი­რო.

ნა­ვალ­ნის­თვის შხა­მი უც­ნო­ბი რამ არ არის. სამი წლის წინ, კრემ­ლი­სად­მი ლო­ი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მას სა­ხე­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრი­ა­რილ­მე­თა­ნის სა­ღე­ბა­ვი ეს­რო­ლეს, რა­მაც მხედ­ვე­ლო­ბა ერთ თვალ­ში სა­მუ­და­მოდ და­უ­ზი­ა­ნა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ბო­რის ნემ­ცოვი 2015 წელს მოს­კო­ვის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლეს. ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ა­ში ნა­ვალ­ნი ერ­თა­დერთ და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­დე­რად დარ­ჩა. მის გან­სა­კუთ­რე­ბულ სტა­ტუსს კრემ­ლიც აღი­ა­რებ­და. ამ აღი­ა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გრო­ტეს­კუ­ლი ნი­შა­ნი იყო ის, რომ პუ­ტი­ნი და მისი ხალ­ხი ნა­ვალ­ნის სა­ხე­ლით არას­დროს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, არა­მედ ამ­ბო­ბენ: “ეს ადა­მი­ა­ნი”. ამ უც­ნა­უ­რი “ფო­ბი­ის” შე­სა­ხებ კი­თხვა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა 2017 წელს გან­მარ­ტა: “დიახ, ის ამას არ აკე­თებს, რაც ჩვენც შევ­ნიშ­ნეთ. რო­გორც ჩანს, ეს მის მი­მართ პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ხდე­ბა”. პუ­ტი­ნის მღელ­ვა­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, “ვისი სა­ხე­ლიც არ ით­ქმის”, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა­ში ნა­ვალ­ნის უნი­კა­ლურ როლ­ზე მე­ტყვე­ლებს.

იან­ვარ­ში, პუ­ტინ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ღო, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ცვლის სა­ხელ­მწი­ფოს სტრუქ­ტუ­რას და თა­ვად მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩეს პრე­ზი­დენ­ტად.

ნა­ვალ­ნი და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ვალ­ნის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რაც რუსი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ მან ქარ­თვე­ლებს – “გრუ­ზი­ნებს” მღრღნე­ლე­ბი – “გრი­ზუ­ნე­ბი” უწო­და, 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს კი თა­ვის ბლოგ­ზე და­წე­რა, – რუ­სეთ­მა, რო­გორც მი­ნი­მუმ, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გა­სო:

“1) სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთს აღ­მო­უ­ჩი­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა;

2) გა­მო­ა­ცხა­დოს სამ­ხრეთ ოსე­თი ფრე­ნე­ბის­თვის და­კე­ტილ ზო­ნად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­მო­აგ­დოს ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ამ ზო­ნა­ში შევა;

3) გა­მო­ა­ცხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ბლო­კა­და და გა­წყვი­ტოს მას­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია;

4) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მო­ა­ძე­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე”;

მი­უ­ხე­და­ვად ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, ნა­ვალ­ნი უკ­რა­ი­ნას­თან ომის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და. 2017 წელს მან ყი­რიმ­ზე სა­უბ­რი­სას, აფ­ზა­ხე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან შე­და­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში “გან­სხვა­ვე­ბუ­ლი” იყო: “აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი რე­გი­ო­ნე­ბია, რომ­ლებ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის­თა­ნა­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში გან­ვი­თარ­და სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომი იყო”.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­საც, მა­გა­ლი­თად, 2019 წლის 20 ივ­ნისს მომ­ხდარ­ზე მან “ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა: “პუ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­სა­ჯა სა­ქარ­თვე­ლო იმის­თვის, რომ იქ ქუ­ჩებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, აკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა. ბევ­რი რუსი ვე­ღარ შეძ­ლებს შე­და­რე­ბით ია­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბას. ის­მის კი­თხვა: რა­ტომ სჯის პუ­ტი­ნი რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტის­თვის?”

შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ასეა თუ ისე, ნა­ვალ­ნის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, ნა­თე­ლია, რომ შხა­მე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვად მო­წამ­ლულ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ზე მე­ტყვე­ლებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ე­თით უფრო და უფრო ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხეს იძენს.

წყარო – ამბები.ჯი

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    Vin chemi ylea navalni?nebismieris ganeitralebas axerxeben da momavalshic moaxerxeben rusetis sataveshi myopi pirebi.tu es mati qveynis da mati mmartvelobis usaprtxoebas schirdeba.tyuila tenian navalnis vitom mocamvlas imas,visac es arc ucdia…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.