„როცა მაღაზიაში შევდივართ, ხელებში ვუყურებ, ხომ არაფერი აიღო, ჯიბეში რამე ხომ არ უდევს?!“

ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

„მე ვიცი ჩემი შვილის ფეისბუქის პაროლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ფეისბუქზე ვზივარ.
თუმცა ყოველთვის ვაკვირდები, რას აზიარებს და რისკენ აქვს მიდრეკილება.
მე ვიცი ჩემი შვილი ვისთან მეგობრობს, მე ძალიან არ მომწონს მისი მეგობარი ალენი, და როცა მასთან ერთად გადის სადმე, მე მუდმივად ვაკონტროლებ, სად არის და რას აკეთებენ.
თუმცა, ვერ ვუკრძალავ, რომ მასთან არ იმეგობროს.
როცა მაღაზიაში შევდივართ, ხელებში ვუყურებ, ხომ არაფერი აიღო, ჯიბეში რამე ხომ არ უდევს?!
აქ, ევროპაში მცხოვრები ქართველების უმეტესობისთვის, მოპარვა ჩვეულებრივი ამბავია და მე არ მინდა, ჩემი შვილისთვის ეს ნორმად იქცეს.
თუმცა, ვერასოდეს დავუფიცებ ვერაფერზე.
მე აუცილებლად მეცოდინება, ჩემი შვილი რა პროფესიას აირჩევს, აუცილებლად მეცოდინება სად იმუშავებს, მეცოდინება მისი თანამშრომლები, მეცოდინება მისი წრე, სად ტრიალებს…
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის იქნება ის ?!
მე თუ ჩემი შვილის ცხოვრება მაინტერესებს ბანძი დედა ვარ ?!
კონტროლი აკრძალვას არ ნიშნავს, ხალხნო…

და დიახ, მე ვაკონტროლებ ჩემს შვილს.

მადლობა ყურადღებისთვის.“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეგ შენ გგონია, რომ აკონტროლებ, შვილს კითხე?

  2. ანონიმური

    სრულწლოვან ასაკამდე კონტროლი მესმის და აუცილებელიცაა ნორმის ფარგლებში და არა მორბოზულად, მაგრამ რა მნიშვნელობა რა ასაკის იქნება, მაინც უნდა ვაკონტროლოო, ეს არ არის შვილის მიმართ ჯანსაღი მიდგომა. საბრალო მისი მომავალი რძალი …

  3. პროგრესული ქართველი

    არ გააკონტროლებ და გაიზრდება ვირთხა და გარეთ გამოგაგდებს რომ წამალი გაიჩხიროს.

  4. ანონიმური

    100% getanxmebit

  5. ანონიმური

    და ვინ არის ეს ქალი? მორალზე რო გვესაუბრება და გვარიგებს?

  6. ანონიმური

    არავინ არ გარიგებთ, შვილებს მიხედვა უნდა, დიახაც, ვირთხა და მისი მაგვარი რამე რომ არ შეგვრჩეს ხელში ოჯახსაც და საზოგადოებასაც.

  7. ჟორჟიკა

    ბავშვმა ,ბავშობიდან თუ არ ისწავლა ძარცვა-ქურდობა, მერე ძნელია ხელახლა აღზრდა! დაიჩაგრება მთელი ცხოვრება! ვერ ხედავთ რომ მოძალადე მძარცველებისაა ქვეყანა! წესიერს და პატიოსანს აჩმორებენ ,კანონებით
    ამონებენ!

  8. ანონიმური

    100% ხართ. ეს ტექსტი უყურადღებო მშობლებს უფრო ეკუთვნით,,,,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.