რომის პაპის პირადი ექიმი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა

რომის პაპის ფრანცისკეს პირადი ექიმი, ფაბრიციო სოკორსი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი, ვატიკანის გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექიმი რომის პაპთან 2015 წლიდან მუშაობდა. სოკორსი 78 წლის იყო.

პაპის ექიმი საავადმყოფოში 26 დეკემბერს გადატანილი ონკოლოგიური დაავადების გამო გადაიყვანეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უცნობია თუ როდის იყო ექიმი ბოლოს რომის პაპთან უშუალო კონტაქტში.

აღშანიშნავია, რომ რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს.

  •  
  •  

One Comment

  1. იესო

    მოკლეს პაპის ლუმინატებმა და დააბრალეს კორონას, ხალხის მანიპულირებისათვის; ცხვრებო ხომ უყრებთ რომ “კორონა” არავის არ ინდობსო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.