რომის პაპის ინსტაგრამი მოდელის ფოტოს მოწონებაზე გამოიჭირეს

კათოლიკური სამყარო ძლიერ გახარებული იყო, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის Instagram-ს უერთდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ოფიციალური ანგარიში რაღაც არც მაინცდამაინც წმინდას “დალაიქებაზე” გამოიჭირეს.

ინსტაგრამის მოდელმა ნატალია გარიბოტომ შეამჩნია, რომ ანგარიშმა @franciscus მისი ფოტო მოიწონა, რომელშიც ის ძალიან მოკლე სასკოლო სამოსშია გამოწყობილი.

ნატალია გარიბოტომ თქვა, რომ პაპს მისთვის პირადში ჯერ არ მიუწერია, თუმცა, როგორც კი ეს ამბავი ვირუსული გახდა, მოდელმა დაწერა: “სხვა თუ არაფერი, სამოთხეში მაინც მოვხვდები”.

მოგვიანებით გარიბოტომ Barstool Sports-ს უთხრა: “დედაჩემს კი შეიძლება ეზიზღებოდეს ჩემი უკანალის ფოტოები, მაგრამ, აი, პაპი ორჯერ აწკაპუნებს”.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ვააა…. ნახე ბიჯო პაპსაც გაურბის თვალი მაცდური საჯდომისკენ😷

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.