რომელ პარტიაში მიდის სოსო გოგაშვილი? – “მადლობა ყველას, ვინც მზადაა ჩემთან ერთად საქმე აკეთოს”

გუშინ, სუს-ის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “ოცნებას” ტოვებს.

გადადის თუ არა სხვა პარტიაში, ან ქმნის თუ არა თავად სხვა ძალას, ამ კითხვას გოგაშვილი ასე პასუხობს:

“არც ერთ პარტიაში არ მივდივარ!!! ვაგრძელებ შრომას და ბრძოლას (თუ საჭირო გახდა) ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის!

მადლობა, ყველა გულშემატკივარს და ერთგულ ადამიანს, ვინც მზადაა ჩემთან ერთად საქმე აკეთოს! რა პლატფორმას ვუკავშირებ ჩემს მომავალს, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. მანამდე კი ეტაპობრივად მოგაწვდით რეალურ ინფორმაციებს მათზე ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს.

მჯერა, რომ ინფორმირებულ ადამიანთა წრე ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია.

პ.ს. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, კითხვებით და მხარდაჭერით, ნაცნობი, თუ უცნობი, ამიტომ გავაკეთე ეს განცხადება. გაფასებთ ყველას”

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    დაიბრუნდა მეყასბეობას?

  2. ანონიმური

    იმას არ ამბობს რა უნდა აკეთოს და მადლობა ვინც ჩემთან ერთად უნდა აკეთოსო… რა ცოდოა ეს ქვეყანა!

  3. ანონიმური

    ხელისუფლებაში ყოფნით უცბად რომ გამდიდრდა მაინც უკმაყოფილოა?! მოკლედ მეწველ ძროხასავით არის ეს ქვეყანა. მოწველიან, მერე მიდიან.ვითომც არაფერი.

  4. ანონიმური

    ასეთები რომ გყავს და მელაშვილს პატიმრობაში ტოვებ, რამის გწამს ამ ქვეყანაზე? არაფრის არ გეშინია? ცოდვას სად წაუხვალ?

  5. ანონიმური

    დანაშაული შედარებითია? ყველა თავისას აშავებს

    1. ანონიმური

      რას “ბჟუტურობ”?!

    2. ანონიმური

      ნახერხი გიყრია თავში?

  6. ანონიმური

    წადი მოუსვლელში მ კ ვლელო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.