რომელ ორ ქართველ სპორტსმენს აცხადებს აგენტებად ხუციშვილი და ვინ წაართვა 20 ათასი დოლარი?

აშშ-ს ცი­ხე­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, რო­მე­ლიც 3 წლის წინ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბის გამო და­ა­კა­ვეს ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მის პა­ტიმ­რო­ბა­ში მე­გობ­რებს – ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ხურ­ცი­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ცი­ხი­დან წერს, ის მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს – UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძო­ლებ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა და ლე­ვან მა­ყაშ­ვილ­მა.

ხურ­ცი­ძე ცი­ხე­ში

“დიდი ხნის თვალ­თვა­ლის შემ­დეგ, ჩემი მე­გობ­რე­ბის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, რომ­ლებ­საც ჩემ პა­ტა­რა ძმე­ბი­ვით ვთვლი­დი – მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს, გი­ორ­გი კუ­დუ­ხაშ­ვილს, ლე­ვან მა­ყაშ­ვილს – ამ ბი­ჭე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ და­მი­ჭი­რეს, რე­კეტს მარ­თავ­დაო, რომ მდე­ბენ ბრა­ლად, ეს ბი­ჭე­ბია მხედ­ვე­ლო­ბა­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში.

ესე­ნი აგენ­ტე­ბი არი­ან და კი­დევ სხვე­ბი. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ოცი­ა­თა­სი დო­ლა­რი და­მი­კარ­გა, იძა­ხის ად­ვო­კატს მი­ვე­ციო, ის ად­ვო­კა­ტიც აგენ­ტი იყო და ჩემ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამ მტრო­ბი­სა და ამ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­სა, 0 დო­ლა­რია ჩემი და­ნა­შა­უ­ლი და არც ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მაქ­სი­მუმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ი­ნიშ­ნოს სა­სა­მარ­თლო და 7 სექ­ტემ­ბერს გახ­დე­ბა უკვე ორი წელი და რა ხდე­ბა – მი­დის სრუ­ლი ძალ­მომ­რე­ო­ბა ნემ­სე­ბით, საჭ­მლის მო­წამ­ვლით, დღეს 14 ივ­ლისს, უკვე უარი გან­ვა­ცხა­დე საჭ­მლის მი­ღე­ბა­ზე და სა­ნამ გავ­ქა­ჩავ, მინ­და საღი აზ­როვ­ნე­ბით დავ­ხუ­ჭო თვა­ლე­ბი, არა ისე რო­გორც მი­კე­თე­ბენ – გუ­ლის მკერ­დის ტკი­ვი­ლე­ბით, თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბით, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტკი­ვი­ლე­ბით და ა.შ.ასევე დაგაინტერესებთ

არ გიკ­ვირთ კი მაგ­რამ რით ვერ ჩა­აგ­დე­ბი­ნეს ამ ბიჭს მთე­ლი 4 წელი ხმა, რით ვერ მო­უ­ტა­ნეს თა­ვის ნა­მოქ­მე­და­რი და და­უ­დეს წინ, არ გიკ­ვირთ? მარ­ტო ეს არის ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ფაქ­ტი, მე ვი­ყა­ვი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ვარ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ვიქ­ნე­ბი ბო­ლომ­დე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე”

ლევან მაყაშვილი, ასევე სოციალური ქსელით უპასუხა ავთანდილს – “გელოდები, როდის გამობრძანდები, სხვას არაფერს დაგიწერ, “ფეისბუქის” ლომი არ ვარ”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    აგენტები კი არა ტოროლა, რაც იყო და ვინც იყო ის თქვეს! ათქმევინეს! საქრთველო ხომ არ არის, არ მახსოვს, არ ვიცნობ, ნიახურს ვკრეფდი….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.