რომელი ცნობილი მსახიობის რძალია ეკატერინე ტიკარაძე (ფოტოები)

2019 წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ­მა კადრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ შეც­ვა­ლა.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის სტო­მა­ტო­ლო­გი” – ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მა­შინ ტი­კა­რა­ძეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. შემ­დგომ გა­ირ­კვა, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრი მა­ნამ­დე სა­ჩხე­რის სა­ა­ვამდყო­ფოს დი­რექ­ტო­რი იყო.

2019 წლის 19 აგ­ვის­ტოს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ტი­კა­რა­ძე ფლობს 760 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2009 წელს 110 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ტი­კა­რა­ძეს სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე – 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მე­უღ­ლე ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ფლობს 1611 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ცხვა­რი­ჭა­მი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2016 წელს 11 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მო­ტო­ციკ­ლე­ტი BMW R100 RT. ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე შპს ავ­ტო­ექ­სპერ­ტი­ზა სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლი­სი დიღ­მის სას­წავ­ლო საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა­ში 17%-იან წილს ფლობს, სა­დაც მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, მის­მა ხელ­ფას­მა 2018 წელს 24 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

ეს იყო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბო­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ტი­კა­რა­ძის შე­სა­ხებ ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ მას­ზე უფრო მეტი გაგ­ვე­გო.

2005 წელს ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ, თბი­ლის­ში მი­ღე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ, 2007-2008 წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყბა-სა­ხის იმპლან­ტა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბად­რი კა­კა­ბა­ძის უფ­როს ვაჟ­ზე ტატო (ბი­ძი­ნა) კა­კა­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა.

პირ­ვე­ლი შვი­ლი დათა წყვილს 2002 წელს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რე­გესნ­ბურ­გში შე­ე­ძი­ნათ. მი­ნის­ტრის მა­მამ­თი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბად­რი კა­კა­ბა­ძე ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი რო­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი მას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც “რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლით” გა­მო­არ­ჩევს. ტატო ბად­რი კა­კა­ბა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. ტი­კა­რა­ძის დე­დამ­თი­ლიც თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, და­რე­ჯან ჯო­ჯუა გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯა­ნი სამი წლის წინ სე­რი­ალ “ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­შიც” თა­მა­შობ­და.

ჟურ­ნალ “გზას­თან” მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­რე­ჯან ჯო­ჯუა ყვე­ბა: “დიახ, ერთი შვი­ლი მყავს, რძა­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი – დათა და ანას­ტა­სია. ტა­ტომ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ას­რუ­ლა, მუ­შა­ობ­და კი­დეც, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­ტის­ტო­ბა სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა და ბევ­რის­თვის რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ტა­ტო­მაც სხვა გზა აირ­ჩია და რვა წლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნე­ბი და როცა დაბ­რუნ­და, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნია გახ­სნა…“.

მე­ო­რე შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ძი­ნა. ანას­ტა­სია მა­შინ უკვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ექიმ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილს მო­ა­ნათ­ლი­ნა.

მი­ნის­ტრის მე­უღ­ლეს გარ­და იმი­სა, რომ კერ­ძო ბიზ­ნე­სი აქვს, გა­ტა­ცე­ბუ­ლია მო­ტოს­პორ­ტით და ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ტი­კა­რა­ძის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი სიმ­პა­ტი­ით არის გან­წყო­ბი­ლი და მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძემ მო­ახ­დი­ნა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ტი­კა­რა­ძის პი­ჯა­კე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში ად­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევთ ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­ულ და ნა­ჩუ­ქარ პი­ჯა­კებს.

წყარო: ამბები.ჯი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.