რომელი რაიონის მაჟორიტარი იქნება ჭიჭინაძე? – “შანსი არ აქვთ, “ოცნებასთანაც” რომ გაერთიანდნენ”

„ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე:


„როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება. რადგან, მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 % მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. ხოლო, რაც შეეხება მეორე ტურს, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია, ანუ, ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ. მთლიანობაში კი, ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ, თუ პოლიტიკა და აი ეს არის მთავარი პრობლემა.

პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ.“ 

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მართალია დათო, ოცნება და ნაცებიც რომ გაერთიანდნენ მაინც მოუგებენ დათოს.ყველაზე წესირი და გულისხმირი ადამიანი მთელ ქართულ პოლიტიკაში

    1. ანონიმური

      Mariam Khidesheli ისანი გელოდებათ ბატონო დავით! ჭიჭინაძის ალტერნატივა არ არსებობს. იგი მთელ ისნის რაიონში დიდი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.